ამერიკული მედია: რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავს
ფოტო: აშშ-ის სენატორი მარკუეინ მალინი. ოფიციალური ფოტო.
რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავს, — ამის შესახებ The Hill-ს ანონიმურმა კონგრესის წყაროებმა განუცხადეს. კანონპროექტი საქართველოსთვის სანქციების გამკაცრებას მოიცავს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ შეცვლის დემოკრატიული უკუსვლის კურსს, თუმცა ასევე ითვალისწინებს წახალისების მექანიზმებს — მათ შორის თავდაცვით დახმარებასა და სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლებლობას, თუკი განხორციელდება დემოკრატიული რეფორმები.
კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ 2024 წლის მაისში მიიღო, თუმცა მას შემდეგ ის სენატში გაიჭედა.
The Hill-ის წყაროების ინფორმაციით, მალინი — ოკლაჰომის შტატიდან არჩეული რესპუბლიკელი სენატორი და დონალდ ტრამპის ერთგული მოკავშირე, პირადად ბლოკავს კანონპროექტს. წყაროების ცნობით, მან ორჯერ მოახერხა კანონპროექტის შეფერხება, მათ შორის აგვისტოს ბოლოს, როდესაც სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ თუნი დაარწმუნა, რომ "MEGOBARI აქტი" ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან (NDAA) ამოეღო.
სენატორი რენდ პოლიც (რესპუბლიკელი) ეწინააღმდეგება ინიციატივას, თუმცა წყაროების თქმით, მალინი ბევრად უფრო აქტიურად ცდილობს მისი მიღების დაბლოკვას.
"მრავალი კონგრესმენი მხარს უჭერს ამ კანონპროექტს. ის შარშან თითქმის შევიდა NDAA-ში. უკვე გაიარა წარმომადგენელთა პალატამ და კომიტეტმა. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ერთ სენატორს შეუძლია მთელი ინიციატივის ჩაშლა, საკმაოდ იმედის გამაცრუებელია," — განუცხადა The Hill-ს კონგრესის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ.
მალინმა თავად უთხრა The Hill-ს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ არის "კარგი ურთიერთობა" პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
"მე გარკვეულწილად მესმის, სად სურს [ქართული ოცნებას] მისვლა. მესმის ისიც, თუ როგორ ახდენს პირდაპირ გავლენას რუსეთი და როგორ აღვივებს უკმაყოფილებას მთავრობაში. ამიტომაც მინდა, რომ სანქციების დაწესებამდე მათთან თანამშრომლობა ვცადო. მინდა დავინახო, როგორ შეძლებენ ისინი ნამდვილ სუვერენიტეტის შენარჩუნებას და რუსეთის გადაჭარბებული გავლენისგან გათავისუფლებას," — განაცხადა მალინმა.
მალინის საქართველოსთან კავშირი სენატში მოხვედრამდე პერიოდსაც მოიცავს. 2020 წელს მან The Hill-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით "აშშ-მა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარი უნდა დაუჭიროს". სტატიაში მან ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "რუსეთში გაზრდილ ოლიგარქად" მოიხსენია, რომელმაც მილიარდები იშოვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ ინდუსტრიებში შექმნილი ქაოსის ფონზე.
მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა ორი ამერიკული კომპანიისთვის — Conti Group-ისა და Frontera Resources-ისთვის ხელის შეშლის გამო. Frontera Resources-ის მფლობელმა მალინის საარჩევნო კამპანიებს შემოწირულება გადასცა, თუმცა თანხები შედარებით მცირე იყო.
მოგვიანებით საქართველოს ურთიერთობები Frontera Resources-თან გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მალინი ამბობს, რომ მისი ოპონირება "MEGOBARI აქტის" მიმართ ამ საკითხთან კავშირში არ არის.
"არანაირი მნიშვნელობას არ აქვს, რომელი კომპანიაა," — თქვა მან. — "თუ ჩვენ ვაპირებთ ინვესტირებას იქ, უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ეს ინვესტიციები, ანუ ამერიკული ინვესტიციები, იქნება დაცული და პროექტი ბოლომდე მივა ისე, რომ ჩამორთმევის საფრთხე არ შეიქმნას. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორ ადგილას ვართ. თუმცა ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხში სიტუაცია რთულია."
თავისი პოზიციის განმარტებისას მალინმა დაამატა, რომ მისი ზოგიერთი კოლეგა "არასწორად არის ინფორმირებული" საქართველოს ვითარების შესახებ:
"რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ დავრწმუნდეთ, გვაქვს კავშირები. ბოლოს როდის ვეწვიეთ მათ? ბოლოს როდის ვესაუბრეთ მათ? როდის გვქონდა დიპლომატიური ვიზიტი მათთან, რათა გაგვეგო, საით მიიწევენ? ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ["MEGOBARI აქტი"] სურს," — განუცხადა მან The Hill-ს.
მალინის პოზიციამ გარკვეული უკმაყოფილება თავად რესპუბლიკელ კოლეგებშიც გამოიწვია.
"სრულიად გაუგებარია ქცევაა, თავის ჭაობში ჩათრევაა, როცა სენატორი ასე შორს მიდის, რომ დაიცვას საქართველოში მყოფი პროჩინური მთავრობა. ეს არის რეჟიმი, რომელიც მუდმივად იცავს ჩინეთსა და ირანს და დღეს ტრამპსაც შეურაცხყოფას აყენებს," — განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესის ერთ-ერთმა თანაშემწემ The Hill-თან.
"MEGOBARI აქტი" — Mobilising and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence (MEGOBARI — ქართულად "მეგობარი") — წარმომადგენელთა პალატამ 2024 წლის მაისში ფართო ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო: 349 კონგრესმენი მხარეს უჭერდა, 42 კი წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტი თავდაპირველად რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში წარადგინა, საქართველოს "უცხოური აგენტების შესახებ" საკამათო კანონპროექტის ფონზე დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები