საბა სხვიტარიძე

საბა სხვიტარიძე

3 Sep. 2025, 11:47

საბა სხვიტარიძე: "ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ვინც ჩემს წამებაში იღებდა მონაწილეობას, ისინი აძლევენ ჩვენებას სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ: მაგალითად, მიხეილ სუჯაშვილი, ხოლო საქმე გამოიძია სალომე ედიშერაშვილმა, რომლის კაბინეტშიც მისი თანდასწრებით მიმდინარეობდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და მოითხოვდა ოქმზე ხელის მოწერას.

გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ედიშერაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ არ მისულა დანაშაულის ადგილას და არ განუხორციელებია საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე, არ დაუკითხავს არცერთი ნეიტრალური მოწმე და არ მოუძიებია ვიდეოჩანაწერები, რომელიც საერთო სურათს შექმნიდა ქორთიად მერიოტთან მომხდარ ინციდენტზე.

გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა სისხლის სამართლის საქმე ააგო გაურკვეველი წარმომავლობის 30-წამიან ვიდეოზე, რომელშიც არც კონტექსტი იკითხება, არც ექსპერტიზით დასტურდება ჩემი მონაწილეობა, მოწმეებად წარმოდგენილი ჰყავს პოლიციელები, რომლებიც იმავე შენობაში მუშაობენ, სადაც თავად მუშაობს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება ერთ ოთახში ჩატარდა, იქვე დაიწერა მოწმეების ჩვენებებიც ერთი პიროვნების მიერ, სადაც ერთი და იმავე შეცდომაა დაშვებული". 

— განაცხადა საბა სხვიტარიძემ დასკვნით პროცესზე. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქტივისტ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხვიტარიძემ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ ნიღბიანი პირები, გადაამტვრიეს ხის ნივთები და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. (ტექსტი “პუბლიკა”)


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ