ოფშორული კომპანია კალაძეს დევნილებით სავსე შენობისგან თავის დაღწევაში დაეხმარა
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / ifact.ge
23 წელია თბილისში, სასტუმრო უშბაში აფხაზეთიდან დევნილი 113 ოჯახი 20 მ2 ფართობის მქონე ოთახებში ცხოვრობს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შენობის მდგომარეობა შეუსაბამოა საცხოვრებელი სახლისთვის საჭირო პირობებთან. იმის გამო, რომ სასტუმროს კერძო მფლობელი ჰყავდა, სახელმწიფო დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე არ ზრუნავდა. 10 წლის მანძილზე კი კერძო მფლობელი ჯერ თავად კახა კალაძე იყო, შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული კომპანია სს უშბა დეველოპმენტი.
თბილისის მერობის კანდიდატმა დევნილებით სავსე შენობა 2006 წელს შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კი საკუთარ კომპანიას, სს კალა დეველოპმენტს გადასცა. 2007 წლის ნოემბერში კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული Webion Investments Limited-სგან კალაძემ 6,2 მილიონი ევრო ისესხა. 2013 წლის სექტემბერში კალაძემ სს კალა დეველოპმენტის 100 პროცენტი და სასტუმროს შენობაც, რომელიც იმ დროს კომპანიის კაპიტალს წარმოადგენდა, კვიპროსულ კომპანიას სესხის დაბრუნების სანაცვლოდ გადასცა.
კალაძის მიერ დაფუძნებულ კალა დეველოპმენტს ახალმა მფლობელმა უშბა დეველოპმენტი უწოდა. 2013 წელს ოფშორულ კომპანიას კალაძის ძველი პარტნიორი, მაიკ ზოი აკონტროლებდა. 2007-2009 წლებში ზოი კალა დეველოპმენტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. ახალმა მფლობელმა კომპანიას უშბა დეველოპმენტი კი უწოდა, მაგრამ მისი დირექტორი არ შეუცვლია. ამ თანამდებობას ილია კეჭაყმაძე დღემდე ინარჩუნებს. კეჭაყმაძე ამავდროულად კალაძის კომპანიას, შპს კალა კაპიტალსაც ხელმძღვანელობს.
დევნილების თქმით, 2007-2008 წლებში მათ კომპენსაციის მიცემას დაპირდნენ, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა და ოჯახები დღემდე სასტუმროს ძველ შენობაში ცხოვრობენ. კერძო მესაკუთრის არსებობის გამო, დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ამ წლების მანძილზე არც სახელმწიფო ზრუნავდა.
ვინაიდან კერძო მესაკუთრე დევნილებით სავსე სასტუმროს შენობისგან ფინანსურ სარგებელს ვერ იღებდა, ქონების მიღებიდან 9 წლის შემდეგ დახმარება სახელმწიფოს სთხოვა და გარიგებაც შედგა.
2016 წლის პირველ დეკემბერს მთავრობამ კალაძის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, უშბა დეველოპმენტს დევნილებით სავსე შენობა და მასზე დამაგრებული 6,426 მ2 ნაკვეთი საბურთალოზე მდებარე 10,688 მ2 მიწაში გაუცვალა. გარიგებიდან ხუთ დღეში მიღებული ქონება უშბა დეველოპმენტმა შპს არქი საბურთალოს 4,6 მილიონ ლარად მიყიდა. ახლა არქი ჯგუფი ამ ადგილზე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს.
2016 წლის ზაფხულში, როდესაც ქონების გაცვლაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1 მ2 მიწა საბურთალოზე 430 ლარად შეაფასა, კომპანიის დიღომში მდებარე საკუთრება კი 627 ლარად. სამხარაულის დასკვნების მიხედვით, სახელმწიფოს ქონება, კომპანიის მიწასა და შენობებთან შედარებით, 23,350 ლარით ძვირი ღირდა.
დიღომში, საქალაქო სასამართლოსთან მდებარე მიწის ორი ნაკვეთი კალაძემ 2006 წელს სს სასტუმრო უშბას დირექტორ გიორგი ჩლაიძისგან 195 ათას ლარად შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კი უსასყიდლოდ გადასცა სს კალა დეველოპმენტს, რომელმაც ქონებიდან 4,6 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.
თბილისის მერობის კანდიდატისგან, კახა კალაძისგან გვაინტერესებდა, რატომ იყიდა შენობა, რომელსაც მისი სურვილისამებრ მანამ ვერ გამოიყენებდა, ვიდრე იქ დევნილები ცხოვრობდნენ და რა გეგმა ჰქონდა ამ ქონებასთან დაკავშირებით. ამ და სხვა კითხვებზე მისი ოფისისგან პასუხებს დღემდე ველით.
დაპირებული, მაგრამ მიუღებელი კომპენსაცია
დევნილები ამბობენ, რომ მათ 2007-2008 წლებში კომპენსაციას დაპირდნენ, თუკი შენობას დატოვებდნენ. "ლაპარაკი იყო კომპენსაციაზე 12 ათასი დოლარის ოდენობით, მაგრამ არ ვიცით, ვინ იდგა ამის უკან. იმ პერიოდში ამ თანხით ვიყიდდით რუსთავში ერთოთახიან ბინას. ბევრმა დაიწყო სახლის ძებნა და დაეკარგა ე.წ. ბე, ანუ ბინის მფლობელისთვის წინასწარ მიცემული ფული, დაახლოებით 300-500 დოლარი. ეს ფული ზუსტად ვიცი, რომ ხალხს ნასესხები ჰქონდა", – ამბობს ირმა გუგეშაშვილი, რომელიც ორ შვილთან ერთად 12 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში ცხოვრობს.
ვალია ხარძიანი გვეუბნება, რომ დევნილები ამ შენობის დატოვებას პირველივე შემოთავაზებისთანავე დათანხმდნენ. თუმცა, არ ახსოვს ვის უნდა გადაეხადა მათთვის კომპენსაცია. "მითხარით, აბა, უნდა აქ ვინმეს ცხოვრება? ეს არის ავარიული კორპუსი. ჩემთან რომ შემოხვიდეთ, იტირებთ. ჯანმრთელობა დავკარგე აქ."
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის აგვისტოს დასკვნით მიჩნეულია, რომ "შენობის დაგეგმარება და საყოფაცხოვრებო პირობები მართლაც შეუსაბამოა საცხოვრებელი სახლისთვის საჭირო პირობებთან." სასტუმრო უშბაში მცხოვრებ დევნილებს განსაკუთრებით ზამთრის გადატანა უჭირთ, რადგან შენობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. დღეს შენობა სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჩვენთვის მოწერილ წერილში ამბობს, რომ დევნილები რთულ პირობებში ცხოვრობენ და სახელმწიფოს მათი დახმარება იქამდე არ შეეძლო, ვიდრე ქონება კერძო მესაკუთრეს ეკუთვნოდა. მათ სახელზე არც ის 12 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახებია რეგისტრირებული, რომლებშიც ათეულობით წელია ცხოვრობენ.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაძეს დევნილთა საერთო საცხოვრებლის გამო გიგი უგულავაც დაუპირისპირდა. "უგულავა რეგულარულად მთხოვდა სააკაშვილის სახელით ხალხი იქიდან (სასტუმრო უშბადან) გამეყარა ძალისმიერი მეთოდით, ვინაიდან მიშას აღიზიანებდა უსახური და ლტოლვილებით გამოჭედილი შენობა. რასაკვირველია, მე უგულავას და სააკაშვილის ეს კაპრიზი არ შევასრულე," - აცხადებდა კალაძე ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ჩვენ კალაძეს ვკითხეთ, რის საფუძველზე სთხოვდა უგულავა მას დევნილების გაყრას ან რა ალტერნატივა უნდა შეეთავაზებინათ 113 ოჯახისთვის, თუმცა, კითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
გარიგება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის
2016 წლის 16 სექტემბერს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა, მოეძებნათ ალტერნატიული ქონება კომპანიისთვის, რათა სამინისტროს შეძლებოდა სასტუმროს ფართის დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემა.
იმავე დღეს, 2016 წლის 16 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განკარგულება გამოსცა და მთავრობამ სს უშბა დეველოპმენტს დევნილთა საცხოვრებელი და მისი მიმდებარე ტერიტორია საბურთალოზე მდებარე მიწაში გაუცვალა.
თუმცა, ქონების გაცვლის იდეა გაცილებით ადრე, 2016 წლის მაისში გაჩნდა, როცა სახელმწიფომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საბურთალოზე მდებარე ქონების შეფასება თხოვა. იხილეთ მოვლენათა ქრონოლოგია:
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აზრით, გარიგება ხელს აძლევს კომპანიას, რომ ქონებით მოგება ნახოს. "პრობლემა ექმნებოდა სს უშბა დეველოპმენტს, რომელიც წლების განმავლობაში ვერ სარგებლობდა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რის გამოც კომპანიას ადგებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალური ზიანი", – წერია სააგენტოდან მიღებულ წერილში.
გარიგების მოტივს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, იგი სასარგებლო უნდა ყოფილიყო ორივე მხარისთვის, კომპანიისთვისაც და დევნილებისთვისაც, რომლებსაც ამ შენობაში ფართები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ. სახელმწიფოსა და უშბა დეველოპმენტს შორის შეთანხმებიდან ერთი წელი გავიდა და ჯერჯერობით სარგებელი მხოლოდ კომპანიამ ნახა, რომელმაც სამინისტროსგან მიღებული ქონება 5 დღეში 4,6 მილიონ ლარად გაყიდა. დევნილებისთვის კი ფართები საკუთრებაში დღემდე არ გადაუციათ. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გვეუბნება, რომ სასტუმრო უშბადან დევნილების გაყვანა და მათი სხვა საცხოვრებლით დაკმაყოფილება იგეგმება. როდის დაიწყება ეს პროცესი ან რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან ამ მიზნით, ჯერ უცნობია.
პარალელურად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ შენობას ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება. არადა, დევნილები სხვას ამბობენ და მოწმეებად ფანჯრიდან გადმოკიდებული ე.წ. გაზის ბალონები და შეშის ღუმელის მილები მოჰყავთ.
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები