პროკურატურამ თორნიკე თოხშუას და მინდია შერვაშიძეს ბრალი წაუყენა
ფოტო: პუბლიკა
პროკურატურამ 16 აგვისტოს დაკავებულ აქტივისტებს თორნიკე თოხშუას და მინდია შერვაშიძეს ბრალი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უწყება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა დაზარალებულს გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულების სასამართლო პროცესი ჯერ-ჯერობით ჩანიშნული არ არის.
თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იურისტი საბა ბრაჭველი წერს, რომ 31 ივლისს "ბექა გოცირიძე ჯიბეში დანით და ხმამაღალი გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა, და პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვეს".
"რუსთაველზე ჩემი და თორნიკეს [შერვაშიძის] "სამორიგეო" ადგილები გვერდიგვერდ, — ზედ შუა გზაზე, ორღერძულა ხაზთან დაემთხვა. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს რუსთაველამდეც ვიცნობდით და მერე მისი ნახვა განსაკუთრებით მიხაროდა ხოლმე.
მე არ ვყოფილვარ იმ საღამოს, როცა ნაკაცარმა ბექა გოცირიძემ ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი. დანა ამოუვარდა, ბიჭებმა ის პატრულს გადასცეს და დააოქმებინეს. პატრულმა გაიყვანა თვითონ ის არაკაციც, აქედან ყველანაირი ექსცესების და შეურაცხყოფების გარეშე.
ანუ: ეს გოცირიძე ჯიბეში დანით და ხმამაღალი გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა, და პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვეს, შემდეგ პატრულს გააყვანინეს, და ვინ იცის, იქ მყოფი სხვა ადამიანები რამხელა უბედურებისგან გადაარჩინეს.
თორნიკე, აუცილებლად და მალე შევხვდებით ისევ ჩვეულ ადგილას, მინდიასთან ერთად. ბურთსაც ისევ გააგორებ. ბექა გოცირიძესაც აუცილებლად ვნახავთ თქვენთან ბოდიშების მოსახდელად ჩოქვით მოსულს. შენნაირი ადამიანები გვყავს და ამიტომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არ შეიძლება", — წერს იურისტი საბა ბრაჭველი რუსთაველის აქციის მონაწილეების, თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის დაკავებაზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები