"ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის" — სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული პოეტი ზვიად რატიანის წინასასამართლო სხდომა გაიმართა — მოსამართლე ლელა კალაჩენკომ ის პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარის გირაო მოითხოვა. ბრალდების მხარე რატიანის თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. პროკურატურის განმარტებით რატიანზე ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება არსებობს. პროკურატურამ წინა სასამართლო სხდომაზეც იმავე მიზეზები დაასახელა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების, რაზეც რატიანმა განაცხადა, რომ საქმეში მოწმეებად მხოლოდ სამართალდამცავები არიან.
"ზვიად რატიანის პატიმრობაში დატოვება აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითებით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სადამსჯელო ხასიათი აქვს ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენებას," — თქვა ზვიად რატიანის ადვოკატმა.(ტექსტი "პუბლიკა")
ზვიად რატიანმა განაცხადა, რომ მისი პოლიციელისადმი გაწნული სილა იმ უსამართლობას ეძღვნებოდა, რაც მზია ამაღლობელმა და ნინო დათაშვილმა იწვნიეს სისტემისგან და სასამართლო დარბაზში მყოფ მანდატურს მიმართა, რომელმაც ნინო დათაშვილზე ფიზიკურად იძალადა.
"არა მგონია ბევრი ახნა სჭიდებობეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე და რაც დასჭირდება, იმას დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ. ახსენა ჩემმა ადვოკატმა სიმბოლურობა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებადი. ყველა მოძალადე პოლიციელმა, ხელისუფლების, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, უნდა მიიღოს თავის თავზე. ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის. [...]
როცა ვსაუბრობდი სიმბოლოებზე, რომ ეს სილა სწორედ მას უნდა მიეღო... ერთ-ერთი მოძალადე ბექა [სადრაძე] და ჩემი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია გახდა და მიზეზი იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის და ქალბატონი ნინო დათაშვილის საქმე და ის ძალადობა რაც მათ მიმართ განხორციელდა და მათ შორის ძალიან ეამაყება ალბათ თავისი საქციელი. ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად" — განაცხადა რატიანმა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, რომელმაც ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა რატიანს უპასუხა, რომ უსამართლობის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებისთვის მიემართა.
"სათანადო ორგანოებისთვის მიმართული აქვს უამრავ ადამიანს, მათ შორის მეც წლების მანძილზე და ქალბატონო, არ ვიცი, რამდენი ხართ, ვისაც ასეთ საქმეებს განდობენ, მაგრამ მარტო ერთმანეთსღა ეძახით მოსამართლეებს," — უპასუხა რატიანმა.
ზვიად რატიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1)-ე მუხლით წარუდგინეს (პოლიციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები