უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ რუსეთი "საქართველოში უკრაინელების დეპორტაციას იარაღად იყენებს"
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ რუსეთი იმ უკრაინელების დაკავების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან შეაჩერა, მკაცრად გააკრიტიკა.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 90 უკრაინელი, რომლებიც რუსეთიდან გააძევეს, საზღვართან უფანჯრო სარდაფშია მოთავსებული, რადგან ქართულმა მხარემ, დოკუმენტების არქონისა და ზოგიერთი მათგანის შესაძლო კრიმინალური წარსულის გამო, მათ ქვეყანაში შემოშვებაზე უარი განაცხადა.
"რუსეთი უკრაინელების საქართველოს გავლით დეპორტაციას, იარაღად იყენებს. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ ისინი პირდაპირ უკრაინის საზღვართან გადაიყვანოს," — დაწერა სიბიგამ X-ის პლატფორმაზე.
მისი თქმით, "უკრაინელი კონსულები აქტიურად მუშაობენ, რათა მათ დოკუმენტები მიაწოდონ და მათი მოლდოვის გავლით უკრაინაში მოხვედრა უზრუნველყონ." სიბიგამ ასევე აღნიშნა: "ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ, ასევე მოლდოვურ მხარესთან, რათა ჩვენი მოქალაქეები უკრაინაში დაბრუნდნენ. თუმცა, გარანტია არ არსებობს, რომ რუსეთი არ გაზრდის დეპორტირებულების რაოდენობას."
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიბიგასგან მიიღო ინფორმაცია იმ "უკრაინელებზე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან ფაქტობრივად "გამოყარეს" დოკუმენტების გარეშე და არც უკრაინას და არც საქართველოს არ ჰქონდათ წინასწარი გაფრთხილება."
"კერძოდ, ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ციხეებიდან და სასჯელაღსრულების კოლონიებიდან. უკრაინელი დიპლომატები აწყობენ ჩვენი სახელმწიფოს ამ მოქალაქეების ტრანზიტს უკრაინაში,— თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, შაბათს დაკავებულმა უკრაინელთა ჯგუფმა საზღვართან საპროტესტო აქცია გამართა, როგორც Telegram-არხი Astra იუწყება. ისინი საბაჟო ზონაში შესვლის უფლებას ითხოვდნენ, რათა წყალი შეეძინათ. ისინი ასევე სამედიცინო დახმარებას და ავადმყოფების ცალკე საცხოვრებელ სივრცეში გადაყვანას ითხოვდნენ.
ერთ-ერთმა დაკავებულმა Astra-ს განუცხადა, რომ დაინახა, როგორ დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და სცემეს ერთ-ერთი დემონსტრანტი ქართველმა მესაზღვრეებმა. ეს ბრალდება დამოუკიდებლად ვერ დადასტურდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
- ტელეკომპანია "დოჟდი": ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში ჩარჩენილმა ერთ-ერთმა უკრაინელმა ყელზე ჭრილობა მიიყენა
- რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები საქართველო-რუსეთის საზღვარზე არიან ჩარჩენილი
- შსს-ს ცნობით, "დარიალზე" ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ქვეყანაში იმიტომ არ უშვებენ, რომ მათ უმრავლესობას "მძიმე კრიმინალური წარსული" აქვს
-
"საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას "საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს? ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
-
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე?
-
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
-
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
გადახედვა
-
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
-
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
გადახედვა
-
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
გადახედვა
-
"მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის "მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
-
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
გადახედვა
-
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
-
ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
-
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
კომენტარები