ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები
"გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები", — ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების სანქცირებასა და Procter & Gamble-ის მიერ ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობის შეწყვეტას .
კობახიძის განცხადებით, ბრიტანეთის ქმედება თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა, თუმცა მმართველი გუნდი ტელეკომპანიებს უწყვეტი ფუნქციონირების გარანტიას აძლევს.
- Procter & Gamble-მა ტელეარხ "იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა
- Nestle-მ სანქცირებულ ტელეარხ "იმედთან" კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო
"საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე არარეიტინგულმა პრემიერმინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. სირცხვილია, რაც მოხდა, ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი, იმიტომ რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ. ბრიტანეთმა გადაწყვიტა, დაეხურა საქართველოში ტელევიზია და თავს დასხმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის, რა თქმა უნდა, ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი და პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრი. დანარჩენი არ არის საინტერესო.
ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია "იმედს" და არც ტელეკომპანია "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე. ეს არის გარანტია", — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, კომპანია Procter & Gamble-მა, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა Gillette, Pampers, Tide და Fairy, ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City A.M. წერს.
გამოცემის ინფორმაციით, P&G აგრძელებდა "იმედზე" რეკლამის განთავსებას იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია მიმდინარე წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. City AM-ის ცნობით, კომპანიის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, Procter & Gamble-მა "იმედთან" საქმიანი ურთიერთობა ორშაბათს შეწყვიტა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Nestle-მ შიდა გამოძიებ დაიწყო — მას რაც საკუთარი პროდუქციის რეკლამა სანქცირებულ ქართულ ტელეარხ "იმედზე" განათავსა. ამის შესახებ გამოცემა City A.M. წერს.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები