რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება
ფოტო: TASS
შეზღუდვები ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე
რუსეთის რამდენიმე რეგიონში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე შეზღუდვები ამოქმედდა. როგორც გამოცემა Meduza წერს, ირკუტსკის, ომსკის, ნოვოსიბირსკისა და სარატოვის ოლქების ხელისუფლებამ საწვავის რეალიზაციაზე ლიმიტები დააწესა, რასაც საწვავის ბაზარზე შექმნილი ვითარებითა და მოსახლეობაში შესაძლო აჟიოტაჟის თავიდან აცილების აუცილებლობით ხსნიან.
ომსკის ოლქის გუბერნატორმა, ვიქტორ ხოცენკომ 22 ივნისს განაცხადა, რომ რეგიონში "ავტოგასამართ სადგურებზე ხელოვნური აჟიოტაჟის თავიდან აცილების მიზნით" ბენზინის ავზებით გაყიდვა აიკრძალა, ხოლო ერთ ავტომობილზე ბენზინის მაქსიმალური მოცულობა 40 ლიტრით განისაზღვრა. გარდა ამისა, დიზელის საწვავის შეძენა ჩვეულებრივ ავტოგასამართ სადგურებზე 80 ლიტრით, ხოლო ტრასებზე მდებარე სადგურებზე 200 ლიტრით შეიზღუდა.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორის, იგორ კობზევის განცხადებით, რეგიონი იძულებული გახდა საწვავის განაწილების განსხვავებულ რეჟიმზე გადასულიყო.
"იძულებულები გავხდით, ხელით მართვის რეჟიმზე გადავიდეთ — თითოეული მიმღებისთვის საწვავის მოცულობას ინდივიდუალურად განვსაზღვრავთ", — განაცხადა კობზევმა.
ნოვოსიბირსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ტრავნიკოვმა 23 ივნისს განაცხადა, რომ საწვავის გაყიდვის შეზღუდვა მათ რეგიონშიც აუცილებელი გახდა, ვინაიდან მსგავსი ლიმიტები უკვე მოქმედებს მეზობელ ოლქებში. მისი თქმით, რეგიონულ მრეწველობის სამინისტროს დაევალა ავტოგასამართი სადგურების ქსელების მფლობელებთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა დღის განმავლობაში საკითხზე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდეს.
შეზღუდვები დაწესდა სარატოვის ოლქშიც. რეგიონის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის განცხადებით, 30 ივნისამდე ერთ ავტომობილზე ბენზინის მაქსიმალური მოცულობა 30 ლიტრით შემოიფარგლება.
"ეს იძულებითი ზომაა საწვავის ბაზარზე დაუსაბუთებელი აჟიოტაჟისა და შესაძლო სპეკულაციების შემცირების მიზნით", — განაცხადა ბუსარგინმა.
საწვავის კრიზისი რუსეთში
ამის ფონზე რუსულ მედიაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ქვეყანაში საწვავის კრიზისზე. 2026 წლის ივნისის შუა რიცხვებისთვის რუსეთში ბენზინის წარმოება გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25%-ით შემცირდა.
გამოცემის მონაცემებით, თუ მარტში რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დღეში საშუალოდ დაახლოებით 120 ათას ტონა ბენზინს აწარმოებდნენ, ივნისის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი 85 ათას ტონამდე შემცირდა. ამავე დროს, ქვეყანაში ყოველდღიური მოხმარება მინიმუმ 110 ათას ტონას შეადგენს, რასაც ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნაც განაპირობებს.
რამ გამოიწვია საწვავის შემცირება?
Miloserdia.ru წერს, რომ საწვავის წარმოების შემცირების მთავარი მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე დრონებით განხორციელებული შეტევებია.
გამოცემა Reuters-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მაისის ბოლოსთვის რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თითქმის ყველა მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას წარმოების შემცირება ან დროებითი შეჩერება მოუწია.
დაზიანებულ ობიექტებს შორის სახელდება კირიშის KINEF-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ლენინგრადის ოლქში, "როსნეფტის" კუთვნილი რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, თათრეთში მდებარე TANECO, ასევე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. გამოცემის ინფორმაციით, საერთო ჯამში, სხვადასხვა რეგიონში 16 ნავთობგადამამუშავებელი საწარმო დაზიანდა, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზეც, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვნადაა დაშორებული.
საწვავის ფასის ზრდა
დეფიციტის პარალელურად რუსეთში საწვავის ფასიც იზრდება. Benzin-Price-ის მონაცემებით, მოსკოვში აპრილის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე AI-92 ტიპის ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 63.55 რუბლიდან 66.48 რუბლამდე გაიზარდა, AI-95-ის ფასი კი — 69.58 რუბლიდან 73.4 რუბლამდე. ზოგიერთ რეგიონში AI-95-ის ღირებულებამ ლიტრზე თითქმის 100 რუბლსაც მიაღწია.
რუსეთის ხელისუფლებამ საწვავის ხარისხის მოთხოვნებიც ნაწილობრივ შეამსუბუქა. Commersant-ის ინფორმაციით, ცალკეულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შიდა ბაზარზე ისეთი ბენზინისა და დიზელის რეალიზაციის უფლება მისცეს, რომელიც ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს სრულად არ შეესაბამება. კერძოდ, "ევრო-5" სტანდარტის საწვავში გოგირდის შემცველობის დასაშვები ზღვარი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც რეალურად "ევრო-3"-ის სტანდარტთან დაახლოებულ საწვავს ნიშნავს.
როგორც რუსული მედია წერს, კრიზისის ყველაზე რთული ეტაპი შესაძლოა ჯერ კიდევ წინ იყოს, ვინაიდან საწვავზე სეზონური მოთხოვნის პიკი ტრადიციულად აგვისტო-სექტემბერშია. თუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა სრულად არ აღდგება და საწვავის მიწოდების ჯაჭვი არ დასტაბილურდება, დეფიციტმა შესაძლოა მთლიანად რუსულ ეკონომიკას შეუქმნას დამატებითი პრობლემები.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები