თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებული ისტორიული საქმეების მოგებას, რომელთა შორის გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეებია, ორგანიზაციის დირექტორი თამარ ონიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
თამარ ონიანის განცხადებით, ეს არის 2021 წლის სახელმწიფოთაშორისი დავის (Georgia v. Russia II) შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ინდივიდუალურ საქმეებში სამხედრო ტყვეებთან მიმართებით რუსეთის იურისდიქცია განიხილა.
"ისტორიული და ემოციური დღეა.
რადგან ის სიმართლე, რომელიც ისედაც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც დადასტურდა.
ეს არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა. [ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არ მარტო, საქართველოსთვის, არამედ კონვენციური სისტემისთვისაც].
რუსეთის ფედერაციამ მოკლა გიორგი ანწუხელიძე;
რუსეთის ფედერაციამ მოკლა კახაბერ ხუბულური;
რუსეთის ფედერაციამ მოკლა უშანგი სოფრომაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა გიორგი ანწუხელიძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა უშანგი სოფრომაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ხუბულური;
რუსეთის ფედერაციამ აწამა დავით მალაჩინი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა ზაზა კავთიაშვილი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა იმედა კუთაშვილი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა მალხაზ მელაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ზირაქაშვილი.
რუსეთის ფედერაციამ არ გამოიძია არც ერთი ეს საქმე.
ეს საქმეები გაიგზავნა 2009 და 2010 წელს. მათზე 18 წლის განმავლობაში, სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე იმუშავა ამ პერიოდიდან საიას ყველა თაობამ დღევანდელ დღემდე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია!
ამ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში სიმართლის დადგენა არის ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი.
ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სამშობლო და მისი სუვერენიტეტი სწორად ესმის", — დაწერა თამარ ონიანმა.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები