გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: "ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდება, რადგან კოორდინაციის პრობლემა აქვს"
"გიორგის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკი აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ეტლით გადაადგილდება, ვინაიდან კოორდინაციის პრობლემა აქვს," — ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დღესვე მიმართავენ პენიტენციურ სამსახურს, რომ ბაჩიაშვილი გამოჯანმრთელებისთანავე რუსთავის ციხეში დააბრუნონ.
"გიორგის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკი აქვს, თუმცა ეტლით გადაადგილდება, ვინაიდან კოორდინაციის პრობლემა აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
დღეს ჩვენ მივმართავთ პენიტენციურ სამსახურს და მოვითხოვთ ყველა სრულყოფილი კვლევა ჩაუტარდეს, რაც საჭირო იქნება, რათა მისი მდგომარეობა შეფასდეს, ასევე, თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება სხვა დამატებით სამედიცინო სერვისებზე, მისთვის მიწოდებული იყოს. ასევე, დღესვე მივმართავთ პენიტენციურ სამსახურს, რომ მას შემდეგ, რაც ის გამოჯანმრთელდება, დაბრუნდეს რუსთავის #12 საპატიმროში. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არის, ეს რისკი განსაკუთრებით მომატებულია იმავე დაწესებულებაში, სადაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ეს ინციდენტი კი შეიძლება შეფასდეს წამებად და არაადამიანურ მოპყრობად. მნიშვნელოვანია რისკების მინიმალიზაცია მოხდეს და ამით არის განპირობებული ეს მოთხოვნაც.
ასევე დავაყენებთ მოთხოვნას, რომ საკანში მარტო იმყოფებოდეს, გასაგებია, რომ მარტო ყოფნა სხვა ტიპის პრობლემებს წარმოშობს პატიმრისთვის, თუმცა, რისკების და მომხდარის გათვალისწინებით სჯობს მარტო იმყოფებოდეს მუდმივი ვიდეოკონტროლის დაკვირვების ქვეშ," — განაცხადა ჯანდიერმა.
14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში სცემეს. NEWS.On.ge-ს თავდაპირველად ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა დაუდასტურა, რომ ის ნაცემი იყო. როგორც მან განგვიცხადა, ბაჩიაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი პარასკევს, 11 ივლისს, კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს. მისი თქმით, ბაჩიაშვილს ასევე აღენიშნებოდა ღია ჭრილობები თავის არეში. ჩხაიძის ცნობით, ბაჩიაშვილი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში უკან, ციხეში დააბრუნეს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წერილში წერს, რომ 8 ივლისს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა მოინახულა და ურჩია, რომ "ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა". მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილისგან უარი მიიღო, დაემუქრა. 11 ივლისს კი ის საკანში უცნობმა პირმა სცემა.
გაიგეთ მეტი:
- "მკაფიო წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ" — რობერტ ამსტერდამი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე
- შალვა პაპუაშვილი: ეს ადამიანი [გიორგი ბაჩიაშვილი] არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი
- რობერტ ამსტერდამის თქმით, ბაჩიაშვილის ციხეში ცემა, წამების მცდელობასთან ერთად, ქონების გამოძალვის მცდელობაცაა
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ტვინის შერყევა და რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს
- Amnesty international: "აუცილებელია [გიორგი ბაჩიაშვილის] განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება"
- სალომე ზურაბიშვილი: სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი".
- "მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში" — "ფედერალისტები" გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურებიან
- "იყო სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე და ღია ჭრილობები თავის არეში" — ზურაბ ჩხაიძე ბაჩიაშვილზე
- უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება — ლევან იოსელიანი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე
- პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბაჩიაშვილის საკანში დაფიქსირდა მსჯავრდადებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც "მას აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები"
- "ჭიქა გადამაფშვნა", "გონება დავკარგე", "კედელზე მიმარტყმევინა თავი" — ბაჩიაშვილი ყვება როგორ დაემუქრნენ და გაუსწორდნენ ციხეში
- გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს — ის ციხის კლინიკაშია გადაყვანილი
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები