გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ტვინის შერყევა და რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატებმა, ლევან მახარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ პროკურატურას გამოძიებისთვის მიმართეს. ლევან მახარაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს მიღებული და მიყენებული დაზიანებების გამო ნაკერები დაადეს.
"მიყენებული დაზიანებების შემდეგ მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. შესაბამისად ის ეტლით გადაადგილდება. სავარაუდოდ, მას აქვს ტვინის შერყევა, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამის გარდა, აღიზიანებს მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტა, აქვს თავის ტკივილები და ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითარდა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში. მას არაერთი დაზიანების კვალი აღენიშნება, კერძოდ სისხლჩაქცევების სახით. თავზე მას სპეციალური ბინტით გადახვევა ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ როგორც განმარტა გასაუბრებისას, რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს.
გუშინ უკვე მივმართეთ გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატაროს, ვინაიდან მოგეხსენებათ სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს. ხოლო, ამ საქმეში, გიორგის განცხადებაში პენიტენციური დეპარტამენტის, მე-8 დაწესებულების დირექტორი ფიგურირებს. შესაბამისად, ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს გამოძიება — ამ შემთხვევაში ეს არის პროკურატურა," — განაცხადა ლევან მახარაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
მახარაშვილმა ასევე დასძინა, რომ ბაჩიაშვილი მზად არის გამოძიების დაწყების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამშრომლოს. ადვოკატი დავით ჯანდიერის განცხადებით, გამოძიება ნეიტრალური მტკიცებულებების გამოყენებით უნდა ჩატარდეს, რაც არის საკანში ვიდეოკამერები. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ, ისინი ბაჩიაშვილი საკანში მარტო ყოფნას მოითხოვენ.
"ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ნებისმიერი მოქმედება იქნეს განხორციელებული, რაც გამოძიების ფარგლებში შესაძლებელს გახდის ჭეშმარიტება დადგინდეს, მათ შორის ნეიტრალური მტკიცებულებების გამოყენებით. საუბარი არის ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისმაც მოითხოვა. ჩვენც ვაპირებთ დავაყენოთ მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი მე-18 დაწესებულებას, რომ დატოვებს საკანში მარტო იყოს, რათა ის რისკები, რაც არსებობს მისი ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის როგორც ჩანს უკვე გაათმაგებული," — განაცხადა დავით ჯანდიერმა.
14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში სცემეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წერილში წერს, რომ 8 ივლისს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა მოინახულა და ურჩია, რომ "ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა". მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილისგან უარი მიიღო, დაემუქრა. 11 ივლისს კი ის საკანში უცნობმა პირმა სცემა.
- გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს — ის ციხის კლინიკაშია გადაყვანილი
- "ჭიქა გადამაფშვნა", "გონება დავკარგე", "კედელზე მიმარტყმევინა თავი" — ბაჩიაშვილი ყვება როგორ დაემუქრნენ და გაუსწორდნენ ციხეში
- პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ბაჩიაშვილის საკანში დაფიქსირდა მსჯავრდადებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც "მას აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები"
- უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება — ლევან იოსელიანი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები