რობერტ ამსტერდამის თქმით, ბაჩიაშვილის ციხეში ცემა, წამების მცდელობასთან ერთად, ქონების გამოძალვის მცდელობაცაა
ფოტო: https://departurespodcast.com/
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტს მისი ამერიკელი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი TV პირველის ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით ის, რაც ბაჩიაშვილს მოუწყვეს, წამების მცდელობასთან ერთად გამოძალვის მცდელობაცაა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
"ის, რაც ბაჩიაშვილს მოუწყვეს არა მხოლოდ წამებას წარმოადგენს. ეს იშვიათი შემთხვევაა. სახეზე გვაქვს გამოძალვის მცდელობა. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ საქმე არ ეფუძნებოდა არანაირ სამართლებრივ საფუძველს და მიზანი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა — ჩვენი კლიენტისთვის წაერთმიათ ქონება. ეს არის სწორედ გამოძალვის მექანიზმის ნაწილი. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ საქართველოში ყველაფერი მას ეკუთვნის და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ბაჩიაშვილი მისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.
მე ვფიქრობ, რომ ბაჩიაშვილს აქვს ყველაფერი, რაც ივანიშვილს არ გააჩნია. მას აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიონალიზმით გამოირჩევა, კარგად ესმის დასავლური ღირებულებები და აქვს კარგი კონტაქტები. ივანიშვილი და ქართული ოცნების დაჯგუფება კი საპირისპიროს წარმოადგენს. ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებული განცხადების წაკითხვის შემდეგ აშკარაა, რომ მისი ცემის ბრძანება ივანიშვილის მხრიდან მოდიოდა. ამ ეტაპზე, კონსულტაციებს გავდივართ ადგილობრივ იურიდიულ გუნდთან და გადავდგამთ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნაბიჯს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ უკანონო და ფაქტობრივად, კრიმინალურ დევნაში ჩართული პირები პასუხისგებაში მივცეთ", — განაცხადა რობერტ ამსტერდამმა.
ბაჩიაშვილის ადვოკატმა აღნიშნა ისიც, რომ ციხეში მომხდარი ამ ფაქტის დამალვა შეუძლებელია. მისივე თქმით, დრო ახლა ქართული ოცნების ნაცვლად, ხალხის მხარესაა.
"ვფიქრობ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა იღვიძებს და აცნობიერებს, რაც საქართველოში ხდება. ამასთან ერთად, შეუძლებელია დაიმალოს ის, რაც ციხეში მოხდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დრო უკვე არ მუშაობს ქართული ოცნების სასარგებლოდ. დრო ხალხის მხარესაა", — თქვა უფლებადამცველმა.
14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში სცემეს.
NEWS.On.ge-ს თავდაპირველად ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა დაუდასტურა, რომ ის ნაცემი იყო. როგორც მან განგვიცხადა, ბაჩიაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი პარასკევს, 11 ივლისს, კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს. მისი თქმით, ბაჩიაშვილს ასევე აღენიშნებოდა ღია ჭრილობები თავის არეში. ჩხაიძის ცნობით, ბაჩიაშვილი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში უკან, ციხეში დააბრუნეს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წერილში წერს, რომ 8 ივლისს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა მოინახულა და ურჩია, რომ "ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა". მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილისგან უარი მიიღო, დაემუქრა. 11 ივლისს კი ის საკანში უცნობმა პირმა სცემა.
- "მკაფიო წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ" — რობერტ ამსტერდამი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ტვინის შერყევა და რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს
- Amnesty international: "აუცილებელია [გიორგი ბაჩიაშვილის] განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება"
- სალომე ზურაბიშვილი: სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი".
- "მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში" — "ფედერალისტები" გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურებიან
- "იყო სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზე და ღია ჭრილობები თავის არეში" — ზურაბ ჩხაიძე ბაჩიაშვილზე
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები