სებ-ი SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის შესაძლებლობას უარყოფს
BMG-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საფინანსო სექტორის SWIFT სისტემიდან გათიშვის არანაირი რეალური საფუძველი არ არსებობს. როგორც სებ-ში განმარტავენ, ქვეყნის საბანკო სექტორი მკაცრად იცავს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს, ისე მოქმედ საერთაშორისო სანქციებს.
ეს კომენტარი ეროვნული ბანკის მხრიდან მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მოსალოდნელ სანქციებზე, მათ შორის, საქართველოს SWIFT სისტემიდან გათიშვაზე ან სექტორულ შეზღუდვებზე, რაც მიზნად ისახავს ქართული ოცნების ფინანსურ იზოლაციას.
სებ-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზედამხედველობის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად და ქვეყნის საფინანსო სისტემის შესაბამისობას საერთაშორისო სანქციების ჩარჩოებთან უცხოელი პარტნიორები დადებითად აფასებენ.
"სებ-ის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც.
საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები.
მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასებებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრო რეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც. სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და შესაბამისად, მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი," — განუცხადეს BMG-ს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
-
ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე
გადახედვა
-
10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება 10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება
გადახედვა
კომენტარები