თამთა მიქელაძე: ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა "ქართული ოცნების" ვერტიკალის გამყარებისთვის
ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილის, იგივე "ზარალას" დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სილქ როუდ ჯგუფის", "სილქნეტის" და Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილის დაკავება შეიძლება რეჟიმის მიერ ბიზნესის სფეროსთვის ერთგულების მოთხოვნის მაჩვენებელი იყოს.
"როგორი ლინზით შეიძლება დავინახოთ, რაც ახლა ქართული ოცნების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების და მსხვილი ბიზნესმენების თავს ხდება?!
ერთი შეხედვით, ეს შიდა ელიტური წმენდა და ლოიალურობის გაღრმავების მცდელობაა ქართული ოცნების ვერტიკალის გამყარებისთვის.
განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილის, დაკავება შეიძლება აჩვენებდეს რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური სფეროდან უკვე ბიზნესის სფეროსთვის ერთგულების მოთხოვნის ღია გადანაცვლებას [მით უმეტეს, რომ გიორგი რამიშვილის საქმიანობა გამოირჩევა ნელთბილი აქტიურობით მედიის, საინფორმაციო და საზოგადოებრივ სფეროში].
თუმცა აშკარაა, რომ კორუფციასთან ბრძოლას და "დაზიანებული ბექგრაუნდის" მქონე ბიზნესების დასჯას ჯერ საკმარისი მადით ვერ ირგებს რეჟიმი, როგორც მორალური თვითწმენდის და თვითლეგიტიმაციის გაზრდის პროცესს," — დაწერა მიქელაძემ.
თამთა მიქელაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზეც აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები რეჟიმის სისუსტეზე მიუთითებს.
წმენდა ძალიან ახლო წრეში ხდება და ეშინიათ, რომ ამას მძიმე ელექტორალური ფასი შეიძლება ჰქონდეს. რიჟვაძის ტრაგედიამ (ნამდვილად მძიმე იყო ჩემთვის ამ ამბის გაგება დღეს) ამის მორალური ფასი კიდევ უფრო დაამძიმა.
ამავდროულად ყველაფერი რაც ხდება რეჟიმის სისუსტის ნიშანიცაა.
ვერ შეძლებ თან ოლიგარქიული ავტოკრატია აშენო და თან მხოლოდ შენ ჭამო.
ასეთი რეჟიმების ფუნქციონირების მატრიცაც ისაა, რომ სხვებიც უნდა დააკმაყოფილო, თუ გინდა, რომ წონასწორობა და კმაყოფილება შეინარჩუნო სისტემაში. თან ასეთ პატარა ქვეყანაში და ეკონომიკაში და ძალაუფლების დასუსტების ასეთ რეალობაში, რომელშიც ქართული ოცნებაა. [პუტინმა ოლიგარქების დაქვემდებარება მისი აღმავლობის ფაზაში 2000-იან წლებში დაიწყო და მათი სიმრავლის და დიდი მასშტაბების გამო ბალანსის მიდგომას მაინც იყენებდა].
ეს პროცესები შეიძლება ელიტური ალიანსების რღვევის და შიდა წინააღმდეგობების სახიფათო დასაწყისიც იყოს, საბოლოოდ. წმენდის პროცესებმა შეიძლება დააზიანოს ქართული ოცნების ისედაც შესუსტებული სოციალური ალიანსები რეგიონებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც პოლიტიკური გავლენა ტრადიციულად პირად კავშირებს ეყრდნობოდა (აჭარა (რიჟვაძე), კახეთი (ღარიბაშვილი), ვანი (ლილუაშვილი) და ა.შ).
ამიტომ ივანიშვილის სიხარბე და ირაკლი კობახიძის სიხისტე შეიძლება საბოლოოდ მათი სისუსტის მთავარი მიზეზი აღმოჩნდეს. თუმცა, პროცესებს დალოდება სჭირდება", — დაწერა თამთა მიქელაძემ.
ცნობისთვის, შსს-ს ცნობით, 2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში", შეყვანილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. საგარეჯოდან რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე, ცნობისთვის, "სილქ როუდ ჯგუფის", "სილქნეტის" და Euronews Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ("ზარალა") გუშინ დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გიორგი რამიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 მე-4 ნაწილით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე:
- შალვა პაპუაშვილის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ყველა დეტალს გამოძიება გაარკვევს
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის თქმით, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- "პრაიმ ტაიმი" თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილის შინაარს ასაჯაროებს
- IPN: თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ალექსი ახვლედიანია დაკავებული
- ლევან ხაბეიშვილი: ნამდვილი ძმაკაცი, გულშემატკივარი როგორ არ აღმოაჩნდება რიჟვაძეს, რომ არ შეშინდეს და სიმართლე თქვას
- მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა შენარჩუნდეს
- ლევან რატიანი: [თორნიკე რიჟვაძის] მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა
- სალომე ზურაბიშვილი: აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები ახლა უკვე დიდ ბიზნესსაც შეეხება!
- “სილქ როუდ ჯგუფი": გიორგი რამიშვილის ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი
- გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა" დააკავეს
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები