ლევან ხაბეიშვილი

7 Jul. 2025, 13:38

ვინ გეგმავს "ძმაკაცის" სახლში თვითმკვლელობას?! თავის მოსაკლავად მიდის და ძმაკაცის იარაღის იმედად არის?! იცის, ძმაკაცს რამხელა ზიანს აყენებს, აცნობიერებს და წერილს წერს, რომ ეს არაფერ შუაშია და მაინც მის სახლში, მისი იარაღით იკლავს თავს?!

ამასობაში, არ ავიწყდება, რომ თვითმკვლელობამდე რა სისტემამაც მიიყვანა, მადლობა გადაუხადოს — "თქვენი იმედი მაქვს, მე კი მომკალით, მაგრამ ჩემს შვილებს თქვენ მიხედავთო…"

კეცავს წერილს, იდებს ჯიბეში და თავს იკლავს?!

მომაკვდავი ახალგაზრდა ბიჭი საავადმყოფოში შეჰყავთ და ექიმი სასწრაფოდ ჯიბეებს უჩხრეკს?!

და შემთხვევით, წააწყდება წერილს და მაშინვე ურეკავს სამთავრობო მედიას — "ნახეთ რა ვნახე, ხალხო აი მოგცემთ ექსკლუზიურად და ნიუსი დაწერეთ სასწრაფოდ, რომ მადლობა, რომ მომკალი ბიძინა, ირაკლი…"

ეს ეგრეთწოდებული წერილი, რეალურად არის ბიძინას ინსტრუქცია — ოჯახსა და ახლობლებს. ნახსენებია სიტყვა "ბარიგა" და შესაბამისად, გაფრთხილება მამამისს — რომ ამ ბრალდებით მასაც დააკავებენ და რჩება შვილიშვილები, რომლებსაც პატრონი სჭირდებათ.

და თუ ბატონ ბიძინას და კობახიძეს თაყვანს სცემთ, რეალურ მიზეზებზე არ ისაუბრებთ მაშინ ყველაფერი კარგად გექნებათ და თუ არა, ოჯახი ხომ რჩება, შვილები, მეუღლე…

ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?!

ხმა ამოიღეთ, თორემ ყველას დაგხოცავთ ეს კაცი!

მადლობის წერილსაც დაგაწერინებთ წინასწარ და თავს ღმერთადაც გამოგაცხადებინებთ!

ნამდვილი ძმაკაცი, გულშემატკივარი როგორ არ აღმოაჩნდება რიჟვაძეს, რომ არ შეშინდეს და სიმართლე თქვას!

გადარჩენას და ჯანმრთელობას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს!

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელში აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხმაურება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის…