პუტინი BRICS-ის სამიტზე, ICC-ის ორდერის გამო, ვერ ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის გამო, ფიზიკურად ვერ დაესწრება და, სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის თანაშემწემ იური უშაკოვმა 25 ივნისს გაავრცელა.
"ეს დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან სისხლის სამართლის სასამართლოს მოთხოვნების კონტექსტში, როგორც იცით, და სწორედ ამ კონტექსტში, ბრაზილიის მთავრობამ ვერ შეძლო მკაფიო პოზიციის დაკავება, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს საშუალებას მისცემდა მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში", — თქვა უშაკოვმა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი და რომის წესდების ხელმომწერია, რაც ნიშნავს, რომ ის ვალდებულია დააკავოს პუტინი, თუ ის ქვეყანაში შევა.
უშაკოვის თქმით, BRICS-ის სამიტს, რომელიც 6-7 ივლისს არის დაგეგმილი, დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. პუტინი კი სავარაუდოდ, დისტანციურად, ვიდეომიმართვით მიიღებს მონაწილეობას.
ცნობისთვის, BRICS სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა და მისი წევრი ათი ქვეყანაა — ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის.
2024 წლის ნოემბერში პუტინმა გამოტოვა G20-ის სამიტი ბრაზილიაში და იქ ლავროვი გაგზავნა.
ივნისის დასაწყისში მოსკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო ოფიციალური მოწვევა G20-ის სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში, ICC-ის კიდევ ერთ წევრ სახელმწიფოში. ღონისძიება დაგეგმილია იოჰანესბურგში 22-დან 23 ნოემბრამდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის სექტემბერში პუტინი ვიზიტით იმყოფებოდა მონღოლეთში, რომელიც ასევე ICC-ის ხელმომწერია. იმ დროისთვის მონღოლეთის მიმართ ბევრი კრიტიკა ისმოდა ორდერის აღუსრულებლობის გამო.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები