თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ფოტო: თიბისი
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასება. უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, რომ 24 ივნისს გაფორმებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ძალაშია. შესაბამისად, კონფლიქტის გამწვავებიდან დამატებით მნიშვნელოვანი ეფექტი მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, გასულმა ორმა კვირამ, რასაკვირველია, გავლენა საქართველოზეც მოახდინა, რომლის შეფასებასაც რეალურ დროში მოცემულ პუბლიკაციაში წარმოვადგენთ.
ყოველდღიურ მონაცემებზე დაკვირვებით, მათ შორის, ე.წ., უახლესი ინდიკატორების, Google-ის საძიებო სისტემისა და საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ინტერვენციების შეფასების ჩათვლით, ვლინდება, რომ ტურიზმიდან შემოსავლები ივნისის მეორე ნახევარში შემცირდა, თუმცა, შეზღუდული ხანგრძლივობითა და მასშტაბით, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ აღდგენის ნიშნები უკვე სახეზეა. იმავდროულად, საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო დღეებში გარკვეულწილად მოიმატა. კონფლიქტის გამწვავების საწყის დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური გავლენის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც გადაცემის ორი ძირითადი არხი იყო განხილული: უცხოური ვალუტის შემოდინებები და ნავთობის ფასი.
ე.წ., უახლეს ინდიკატორებზე, კერძოდ, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებზე დაყრდნობით, 12 ივნისის შემდეგ ტურისტულ ხარჯებში შენელება სახეზეა. თუმცა, კლება მასშტაბური არ ჩანს და 23 ივნისის შემდეგ, მცირედი ზრდაც შეინიშნება. იმავდროულად, 12 ივნისამდე არარეზიდენტების დანახარჯები საკმაოდ ძლიერად იზრდებოდა, ამიტომ, მიუხედავად შენელებისა, ივნისში ხარჯები ჯამურად, როგორც ჩანს, მაინც მაისზე მაღალი იქნება. გარდა ამისა, ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, ბოლო დღეებში თვალსაჩინოდ გაზრდილია, რაც ტურიზმის კუთხით კვლავ მაღალ ინტერესებზე მიუთითებს. ისრაელი (ბოლო ოთხ კვარტალში მთლიანი შემოდინებების 5.3%) და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონი (8.9%) საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით ტურისტული შემოსავლის მხრივ. ის, რომ ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისი განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა, ასევე იკვეთება სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციებიდან, რომლებიც, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ივნისში, მათ შორის, თვის მეორე ნახევარში, კვლავ მასშტაბური იყო, ეს კი ძლიერი დანაკლისის პარალელურად, რთულად სავარაუდო იქნებოდა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მიგრაციის ეფექტიც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბარათებით არარეზიდენტების ხარჯებში ისრაელის მოქალაქეთა წილი ბოლო პერიოდში მზარდია.
რაც შეეხება ნავთობის ფასებს, კონფლიქტის გამწვავებისას, ნავთობი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვლავ მყისიერად გაიაფდა. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ზრდა გამოწვევაა, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. თუმცა, გამოვყოფთ, რომ ბოლო ორ თვეში ბენზინსა და დიზელზე ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.5 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამდენად, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასის ზრდა ინფლაციის კუთხით უარყოფითი ფაქტორია. მართლაც, ბოლო დღეებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები მცირედით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ფასის ნორმალიზაციის პარალელურად, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, საწვავზე ფასი კვლავ უნდა შემცირდეს.
თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის უცხოური ვალუტის შემოდინებებსა და ნავთობის ფასთან დაკავშირებული არგუმენტები კარგად ნაცნობია, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სიახლეც: აშშ დოლარის სტატუსის ცვლილება.* როგორც წესი, მომატებული რისკის პერიოდებში, აშშ დოლარი მყარდება, რადგან ინვესტორები აქტივების უსაფრთხო ვალუტაში გადატანას არჩევენ. თუმცა, ამჯერად აშშ დოლარი მხოლოდ კონფლიქტის გამწვავების პირველ საათებში გამყარდა მცირედით, შემდგომ კი კვლავ გაუფასურდა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? თუკი ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში დოლარის გაუფასურება, ადრინდელთან შედარებით, დოლარში უფრო ნაკლები სესხის აღებას ნიშნავს, უსაფრთხო აქტივის სტატუსის დასუსტება საპირისპირო არგუმენტია.
ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან, თუ უსაფრთხო სტატუსი ცუდ დროს უფრო ძლიერ ვალუტას მოიაზრებს, გაყიდვებისა და მომგებიანობის ვარდნის პარალელურად ვალის ზრდა მოვლენათა სწორედ კიდევ უფრო არასასურველ განვითარებაა.. მთლიანობაში, რა არის ჩვენი განახლებული რეკომენდაცია? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა, შედარებით ნაკლებად ვიდრე ადრე, აშშ დოლარის უსაფრთხო აქტივის სტატუსის გარკვეული ცვლილების გამო. მეორე მხრივ, სავალუტო რისკის აღებისას ვალის სტრუქტურაში, ევროსთან შედარებით, აშშ დოლარის წილი კვლავ მეტი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს ყოველივე, ერთი შეხედვით, რთულად ჟღერს, მაგრამ აშკარაა, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება ძალზე დიდი ფინანსური სარგებლის მომტანია.
ახლა კი ბოლო თვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები:
ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ ჩვენს მოლოდინებზე მაღალი რჩება, ინფლაცია გარკვეულწილად მომატებულია, ლარის მხარდამჭერი ფაქტორები ნარჩუნდება, ხოლო სებ სავალუტო რეზერვების შესავსებად დოლარის შეძენას განაგრძობს. საქსტატის მიხედვით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, უნაღდო დანახარჯები მაისში გაიზარდა და დღევანდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ ივნისშიც უფრო ძლიერი იქნება.
ამავე დროს, ინფლაცია გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა. კერძოდ, სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალია, მათ შორის მაისშიც. ადგილობრივად წარმოებულ და შერეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები, განსაკუთრებით საკვებზე ასევე იზრდება. საპირისპიროდ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებს ყველაზე ზუსტად ასახავს, მაისში თითქმის უცვლელი იყო, თუმცა, წინა თვეებში საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა. თიბისის კაპიტალის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლოსთვის, 4.1%-ის ნაცვლად, დაახლოებით, 4.5% იქნება. ინფლაციის გაზრდილ პროგნოზს დიდწილად საკვებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რაც, ერთი მხრივ, გლობალურ ბაზრებზე დინამიკას უკავშირდება, მეორე მხრივ კი, ადგილობრივ ფაქტორებსაც ასახავს, კერძოდ მოსავლის კუთხით არსებულ სირთულეებს.
რაც შეეხება ლარს, წინა ყოველთვიურ მიმოხილვაში ლარის მხარდამჭერი სამი ძირითადი ფაქტორი იყო გამოყოფილი: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. ყველა ეს ფაქტორი კვლავ ლარისთვის პოზიტიური დინამიკით ხასიათდება:
წმინდა შემოდინებები გაუმჯობესდა, ლარის დეპოზიტები გაიზარდა, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო აშშ დოლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. პარალელურად, სებ სავალუტო რეზერვების მოცულობით შევსებას განაგრძობს. მაისში შესყიდვებმა 245 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ბოლო სამ თვეში კი, ჯამური შენაძენი 613 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლების დროებით შესუსტების მიუხედავად, ინტერვენციები ივნისშიც გრძელდება.
-
სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა
გადახედვა
-
როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად როგორ იქცა ასტროლოგია ინტელექტუალური და პატივსაცემი სფეროდან ცრუ მეცნიერებად
გადახედვა
-
დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი? დიდი ენობრივი მოდელების მიღმა — როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის მომავალი?
გადახედვა
-
"ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია "ჩვენ ვაშენებთ მომავალს, უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ NATO-ში" — NATO-ს ანკარის სამიტის დეკლარაცია
გადახედვა
-
ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია აშშ-ის კრივის ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს
გადახედვა
-
თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო თეგეტას მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე სასწავლო სივრცე მოეწყო
-
ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში? რატომ უჭირს ზოგ ადამიანს ორიენტირება, თუნდაც ნაცნობ გარემოში?
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით ქვიზი: გამოიცანი დისნეის ანიმაცია საჭმლით
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება" კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება"
გადახედვა
-
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში? რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის "რეფორმატორთა საბჭოს" შექმნას გეგმავს, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იქნება, ნანუკა ჟორჟოლიანი — აღმასრულებელი მდივანი
გადახედვა
-
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გადახედვა
-
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია შევიდა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას "სმარტ სოლუშენსი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც "ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ენათესავება
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი პეტერ მადიარი: უკრაინა მსხვერპლია, რუსეთი კი — სასტიკი აგრესორი
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
კომენტარები