ბადრი ჯაფარიძე

23 Jun. 2025, 17:56

"ვერ გაგვტეხენ. ეს უმსგავსობა, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი დამთავრდება ქართველი ხალხის მიერ მისი ხელისუფლების გასტუმრებით, აუცილებლად, ამიტომ ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ და ყველას მინდა ვუთხრა — პირიქით, ამან უნდა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ ვერანაირი საპატიმროთი, ვერანაირი სამარცხვინო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, პირიქით, დარაზმვის დრო არის და პირიქით დროა, რომ ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად.

ყველანი მობილიზებული იყავით, ეს ხელისუფლება არის დასუსტებული. ეს არის ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის სასოწარკვეთილების გამოხატულება, რაც სასამართლომ გაახმოვანა, შესაბამისად არანაირი უიმედობა, პირიქით, ერთიანობა არის პასუხი."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"

მთვარეზე ახალი გიგანტური კრატერი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერებს იშვიათ შესაძლებლობას აძლევს, კოსმოსური სხეულის…