ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

13 Jun. 2025, 11:46

"რა უნდა ვთქვა საქმეზე, რომელიც შეკერილია და რომელიც ყველა პოლიტიკური ლიდერის მიმართ აღიძრა, ვინც იქ არ მივიდა? იმ კომისიაზე რომელიც რეალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მოვალ. მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა ქართული ოცნების კონსტიტუციას პირდაპირ რომ ვთქვათ. ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო, გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისის და საქართველოს კონსტიტუციის წინაშე... ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ. ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად... ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ არ გვაქვს უკანდასახევი გზა. ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო. ამიტომ, მზაობა უნდა იყოს ყველაფრისთვის. ეს უნდა იყოს ისტორიული მისია ჩვენი თაობების, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ეს არ აღვასრულოთ. შავი ფურცელი იქნება ისტორიაში, თუ ეს თაობები ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. იმიტომ, რომ ეს მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა, მოიტანეს აქამდე ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი თაობაც ითხოვს, რომ ევროპაში შევიყვანოთ საქართველო, რაც უნდოდათ ჩვენს დიად წინაპრებს. ნამდვილად არ შემეშინდება ამის თქმის. საქართველო ძალიან მაგარი ქვეყანაა და არ უნდა ჩავაბაროთ იგი რუსეთს და ივანიშვილის მარიონეტულ რეჟიმს."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ