ილონ მასკსა და ტრამპს შორის შავმა კატამ ჩაირბინა — აი, რა მოხდა
ფოტო: Getty Images
თუ ამერიკულ პოლიტიკასა და პოპკულტურას თვალს ადევნებთ (თუმცა, როგორ შეიძლება ამ ინფორმაციას გაექცე?) მილიარდერი ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის ერთი შეხედვით განუყოფელ და შეუჩერებელ დუეტზე, ალბათ, არაერთი სიახლეს ნახავდით. თუმცა, ბოლო დროს მეგობრებსა და ბიზნესპარტნიორებს შორის განხეთქილება მოხდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ილონ მასკმა ახალი პარტიის დაარსების საჭიროებაზეც დაიწყო საუბარი. ტრამპსა და მასკს შორის მომხდარ კონფლიქტზე ინფორმაცია ჩვენი მკითხველისთვის შევაჯამეთ:
მასკი აქტიურად უჭერდა მხარს ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. მილიარდერი, რომელიც სოციალურ ქსელებში თავისი აზრის ხშირი დაფიქსირებით გამოირჩევა, აქტიურად ავრცელებდა ტრამპის მხარდამჭერ მესიჯებს, ამბობდა, რომ სწორედ ის იქნებოდა პრეზიდენტი, რომელიც ამერიკული ღირებულებებისთვის იბრძოლებდა, რომელიც საშუალოსტატისტიკურ ამერიკელზე იზრუნებდა, შეამცირებდა გადასახადებს, გააიაფებდა პროდუქტებს, თივის ზვინში იპოვიდა ნემსს...
მასკი ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე პენსილვანიაში
ფოტო: Getty Images
ტრამპმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაიწყო ამერიკის მთავრობაში ცვლილებების შეტანა. ზოგი დეპარტამენტი გააუქმა, ზოგი სრულიად შეცვალა, ზოგი კი დააარსა. ერთ-ერთი ასეთი ორგანო იყო მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, შემოკლებით DOGE, რომლის ხელმძღვანელადაც პრეზიდენტმა სწორედ ილონ მასკი დანიშნა. DOGE-ს ფუნქცია ფედერალური მთავრობის ხარჯების შემცირება, რეგულაციების გამარტივება და ბიუროკრატიის შემცირება იყო.
შესაბამისად, ილონ მასკმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გავლენაც მოიპოვა. მასკს მუდამ ტრამპის გვერდით ვხედავდით, ოვალურ ოფისში, ამა თუ იმ გალაზე თუ საღამოზე, სადაც ხან წითელი MAGA-ს ქუდი ეკეთა და ხანაც (თითქოს) ნაცისტური მისალმების ჟესტს აჩვენებდა.
ფოტო: Getty Images
თუმცა, ყველაფერი მაშინ აირია, როცა მასკის პოლიტიკურმა კარიერამ მისი შემოსავლის წყაროზე, სხვადასხვა ბიზნესებზე, განსაკუთრებით კი Tesla-ზე იქონია გავლენა.
Tesla-ს ავტომობილების გაყიდვის საგრძნობი კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც ილონ მასკის პოლიტიკის წინააღმდეგობის ნიშნად ამერიკის მოქალაქეებმა კომპანიას ბოიკოტი გამოუცხადეს. DOGE ძირითადად სამუშაო ადგილების შემცირებაზეა ორიენტირებული, რამაც როგორც Tesla-ს მანქანების არსებულ მფლობელებს, ასევე პოტენციურ მყიდველებსაც უბიძგა ილონ მასკისადმი უკმაყოფილების გამოხატვისკენ. კომპანიამ პირველი კვარტლისთვის 71%-იანი მოგების ვარდნა და 9%-იანი შემოსავლის შემცირება იზარალა, რაც საგანგაშო ციფრებია. ცხადია, განგაშის ზარს კომპანიის ინვესტორებმაც შემოკრეს, რომლებიც მასკის ლიდერობით კმაყოფილები აღარ იყვნენ და ხედავდნენ, რომ სამთავრობო საქმიანობით დაკავებული მასკისთვის Tesla ყურადღების ცენტრში აღარ იყო.
აპრილში, როცა Tesla-ს აქციების ფასი წლის დასაწყისთან შედარებით 40%-ით იყო შემცირებული, მასკმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონში ნაკლებ დროს გაატარებდა და Tesla-ს მართვას დაუთმობდა ძირითად დროს. ასეც მოიქცა — 29 მაისს მან სახელმწიფო სამსახური დატოვა, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს და მას წარმატებები უსურვა.
ფოტო: Reuters
აღსანიშნავია, რომ მასკი DOGE-ს მიერ $2 ტრილიონის დაზოგვის პირობას იძლეოდა, თუმცა მისი დეპარტამენტის მეშვეობით აშშ-ს მთავრობამ რეალურად მხოლოდ $180 მილიარდი დოლარი დაზოგა. სამაგიეროდ, უმუშევრად დატოვა ათიათასობით ამერიკის მოქალაქე, გააუქმა საგანმანათლებლო, მედია თუ საქველმოქმედო ორგანიზაციები, სააგენტოები და კონტრაქტები, რამაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებებისგან.
აშკარაა, რომ მასკის კარიერულმა დაძაბულობამ ტრამპთან მის ურთიერთობაზე გავლენა მოახდინა. DOGE-ს დატოვებისთანავე, მასკმა X-ზე მთავრობისადმი კრიტიკულად მიმართული პოსტების გაზიარება და წერა დაიწყო. პირველი გასროლა პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი საბიუჯეტო კანონპროექტის კრიტიკით დაიწყო.
კანონპროექტი, რომელსაც ტრამპი "დიდსა და მშვენიერს" უწოდებს, მასშტაბურ საგადასახადო შეღავათებს და დამატებით სამხედრო ხარჯებს მოიცავს. კანონპროექტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ გასულ თვეში დაამტკიცა და ამჟამად სენატში განიხილება. მასკის აზრით, "დიდი და მშვენიერი" კანონპროექტი გაზრდის აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს და ამერიკელებს "დამანგრეველი" ვალის ტვირთს დააკისრებს.
"სირცხვილი მათ, ვინც ამას მხარი დაუჭირა" — განაცხადა მასკმა და კანონპროექტს "გულისამრევი სისაძაგლე" უწოდა.
მასკის კრიტიკას ტრამპმა კომენტარით უპასუხა — "ილონი ყოველთვის მომწონდა და გაკვირვებული ვარ. მირჩევნია, მან მე გამაკრიტიკოს და არა კანონპროექტი, რადგან ეს კანონპროექტი შესანიშნავია. ილონს და მე საუცხოო ურთიერთობა გვქონდა, თუმცა არ ვიცი, ასე თუ გაგრძელდება. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა კარგად იცოდა ამ კანონპროექტის შინაარსი," — თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა CNN-თან.
როგორც ჩანს, მასკმა ტრამპის კომენტარი მოისმინა, რასაც მისი მხრიდან X-ზე პოსტების ნაკადი მოჰყვა – ის განუწყვეტლივ აზიარებდა და წერდა პოსტებს, რომლებიც "დიდ და მშვენიერ" კანონპროექტს აკრიტიკებდა. შემდეგ კი სრულიად შოკისმომგვრელი განცხადება გაავრცელა:
"დროა, დიდი ბომბი ჩამოვაგდო. ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ესაა რეალური მიზეზი, რის გამოც ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ!" — დაწერა მასკმა და ტრამპი ჯეფრი ეპშტეინის, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვაში, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში დამნაშავე ფინანსისტის წრეში ჩართულობაში დაადანაშაულა.
დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის საჯარო დაპირისპირების შემდეგ, 5 ივნისს თითქმის 15%-ით შემცირდა Tesla-ს აქციის ფასი და დაახლოებით 11%-ით — ტრამპის დაფუძნებული კომპანიის, Media&Technology Group.
ილონ მასკი კეპზე წარწერით "ტრამპი ყველაფერზე მართალი იყო"
ფოტო: Getty Images
ამ ყველაფრის ფონზე, ილონ მასკის ნარკოდამოკიდებულებაზე მოარული ხმები უკვე საკმაოდ მომრავლდა. ჟურნალმა New York Times სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპთან თანამშრომლობის პერიოდში მასკი დიდი რაოდენობით ნარკოტიკებს იღებდა. სტატიის მიხედვით, მასკი ისე ხშირად იღებდა კეტამინს, რომ მას შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და ყოველდღიურად დაახლოებით 20 აბის მარაგით მოგზაურობდა.
Times-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, ანონიმური წყაროები, რომლებიც მასკის საქმიანობას კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი რეგულარულად მოიხმარდა კეტამინს, ექსტაზს და ფსიქოდელიურ სოკოებს იმ პერიოდში, როცა პოლიტიკურ სცენაზე მისი გავლენა იზრდებოდა. ასევე, იუწყებიან, რომ მასკმა ნარკოტიკების მოხმარებას კიდევ უფრო მოუხშირა მას შემდეგ, რაც მან დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას $275 მილიონი შესწირა და DOGE-ს ხელმძღვანელი გახდა.
მასკმა Times-ის სტატიაზე კომენტარის გასაკეთებლადაც გამონახა დრო: "ნარკოტიკს არ ვიღებ! New York Times იტყუება. ექიმის მიერ გამოწერილი კეტამინის მიღება რამდენიმე წლის წინ ვცადე, ეს X-ზეც ვთქვი და ახალი ამბავი არაა," — დაწერა მილიარდერმა.
თუმცა, კეტამინის ხშირ მიღებაზე მასკს არაერთხელ გაუკეთებია საჯარო კომენტარი. გასულ წელს ჟურნალისტ დონ ლემონთან საუბრისას მასკმა თქვა, რომ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსასვლელად კეტამინს "კვირაში ერთხელ" იღებს.
The Wall Street Journal, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემა, 2024 წელს წერდა, რომ მასკის მიერ ნარკოტიკის უკონტროლო მიღება Tesla-სა და SpaceX-ის ლიდერებს აღელვებდათ და უჩენდა ეჭვებს, რომ ის ბიზნესის მართვას ეფექტურად ვერ ახერხებს.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ილონ მასკის პირადი ცხოვრება ამჟამად საკმაოდ დრამატულია — ის ბიზნესშიც დიდი გამოწვევების წინ დგას, საზოგადოების თვალში მის მიმართ სიმპათია უმცირეს ნიშნულზეა დაცემული, თან თავის საუკეთესო მეგობართან, დონალდ ტრამპთანაც მძიმე უთანხმოება აქვს.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები