ირაკლი კობახიძე: სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინვესტორს 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით მიწის ნაკვეთებს
"სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განვითარების შემთხვევაში, ინვესტორს მიწის ნაკვეთებს 20 წლის ვადით, იჯარით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ", — ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.
"არაერთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ, მაგალითად სპორტული მოედნები, მათ შორის, 100-მეტრიანი სტანდარტული მოედნები, რომლებიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მარტო თბილისში არის 20 ასეთი სასკოლო სტადიონი, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია. გვინდა, ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ვაანონსებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ასევე ბავშვთა სპორტის განვითარებას. ეს შეეხება, როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.
პროგრამის არსია, რომ ინვესტიციის სანაცვლოდ, ანუ თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის, მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში - იჯარას საბაზრო ღირებულების შესაბამისად. რეალურად, 10 წელი ვათავისუფლებთ გადასახადისგან სწორედ ინვესტიციის სანაცვლოდ. ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ექნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და შესაბამისი საბანკო გარანტია", — განაცხადა კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სასკოლო სივრცეს, სასწავლო პერიოდში, სკოლა, ბუნებრივია, ისარგებლებს საზღაურის გარეშე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ინვესტორი ვალდებული იქნება, რომ სკოლას სასწავლო პერიოდში ინფრასტრუქტურა უფასოდ დაუთმოს.
"მოთხოვნა ძალიან დიდია ბავშვებში, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. ჩვენ ვხარჯავთ სახელმწიფო რესურსებს ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ინვესტორები წავახალისოთ, რომ თავად დახარჯონ საკუთარი რესურსები და ამით შეგვიძლია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფრასტუქტურის განვითარებას, ბავშვთა სპორტის წახალისებას არამარტო ფეხბურთის სფეროში, რაგბი, სხვა მიმართულებითაც შეიძლება დაიტვირთოს ეს სივრცეები. ვფიქრობ, ეს იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. უახლოეს დღეებში დაანონსდება ეს პროგრამა და ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეეძლება მასში მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, საქართველო ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. გვაქვს შესაბამისი ტალანტი და ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია. ეს მასობრივი პროგრამა, რომელსაც გთავაზობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", — განაცხადა კობახიძემ.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები