ადვოკატი: "ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს ნიკას, იქცეოდნენ, როგორც კრიმინალები"
"ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს ნიკას, იქცეოდნენ, როგორც კრიმინალები", — ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ტვ პირველის ეთერში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გარემოებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მელია "სამარშრუტო მანქანაში დააგდეს იატაკზე, სადაც დაახლოებით ათმა პოლიციელმა ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვა ტელეფონი".
"საპატრულო პოლიცია იყო გამოყენებული ინფორმაციის მისაღებად, როგორც კი გააჩერეს და დარწმუნდნენ, რომ ნიკა იჯდა მანქანაში, გადასცეს რაციაზე, რომ ობიექტი მანქანაშია... ამის შემდგომ, ოთხივე კარი ერთდროულად გაიღო და წარმოუდგენელი ხდებოდაო. ალბათ განგებ იყო შერჩეული ისეთი ადგილი, სადაც სავარაუდოდ არავითარი გარე სათვალთვალო კამერები არ არის, ლისის მიმდებარედ, სადაც უკვე გადასახვევია. თვითონ მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა კი მოგლიჯეს...
ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს ნიკას, იქცეოდნენ, როგორც კრიმინალები, სამარშრუტო მანქანაში დააგდეს იატაკზე, სადაც დაახლოებით ათმა პოლიციელმა ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვა ტელეფონი, ცდილობდნენ ტელეფონიდან ინფორმაციის მიღებას, ვინაიდან FACE ID უყენია, ცდილობდნენ მის სახეზე მინათებას, მაგრამ ვერ გახსნეს," — ამბობს კონდახიშვილი.
ადვოკატი ტვ პირველთან ამბობს, რომ ნიკა მელიას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები "ყოველ ხუთ წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს".
"მას მოექცნენ როგორც უკანასკნელ კრიმინალს, არავითარი განმარტება, არავითარი ზარის უფლება, მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის იატაკზე, მას აქვს დაზიანებები მაჯის არეში. იქცეოდნენ როგორც ველურებიო — ნიკა ასე გადმოსცემს, თვითონაც არის გაოგნებული.
ყოველ ხუთ წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს, ალბათ, ეს ახალი გატაცებაა, რომ დაკავებულ პირს უღებენ ვიდეოს და ვიღაცას ანიჭებს სიამოვნებას ამ კადრებით.
ორივე მაჯის არეში აქვს დაზიანება, ვინაიდან, სანამ არ შეიყვანეს შენობაში ძალიან მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი...
ნიკას გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე, ღიმილისმომგვრელია მისთვისაც ამგვარი გავეშებული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროსი. აუხსნელია ეს ყველაფერი. თუ ამას ვიღაც ცხელთავიანი აკეთებდა იმისთვის, რომ ხვალ ნიკას დაპატიმრება ყოფილიყო მშვიდ ვითარებაში, მე მგონი, კონტრპროდუქტიულია ეს ყველაფერი, წარმოუდგენელია, პოლიტიკურ ლიდერს აკავებდე უსაფუძვლოდ, პრევენციის მიზნით, არღვევდე კანონს, კრიმინალურ დავალებას აძლევდე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამის შემდგომ ელოდო, რომ ამასთან დაკავშირებით ადამიანებს არ ექნებათ რეაქცია," — ამბობს ადვოკატი TV პირველთან (კომენტარს ტაბულა ავრცელებს).
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისს, საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. ის დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავი ორგანოს შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული.
ნიკა მელიას ქართული ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. მელიას სასამართლო დღეს, 30 მაისს, 14:00-ზეა ჩანიშნული. პოლიტიკოს გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა. მანამდე ის აცხადებდა, რომ სასამართლოზე მისვლას არ აპირებდა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ამ მუხლით ბრალდებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაკავებული არიან
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები