მარკო რუბიო, მეფე ჩარლზ III, საელჩოები, საგარეო უწყებები — ვინ მიულოცა საქართველოს 26 მაისი?
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების პირველი პირები, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები და საელჩოები ულოცავენ.
საქართველომ და მისმა მოსახლეობის დამოუკიდებლობის მილოცვა უკვე მიიღო აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სგან, საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან.
პოლიტიკოსები:
მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, "ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია".
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ".
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს.
ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს.
ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ", — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში.
მეფე ჩარლზ III
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილს ბრიტანეთში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლეს დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს", ნათქვამია მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილში.
პაველ ჰერჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მის ვიდეომიმართვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მიმართვაში ელჩი ამბობს, რომ "ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული — სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით".
"დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით. ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული — სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ საქართველო, წინ!" — აცხადებს პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში.:
ედგარს რინკევიჩი
ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოლიდარობას უცხადებს.
"ლატვიიდან ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრული სოლიდარობა ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს", — წერს ლატვიის პრეზიდენტი X-ზე.
საგარეო უწყებები:
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მილოცვის ტექსტში ნათქვამია, რომ უწყება დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აზერბაიჯანის "მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს".
"ვულოცავთ ჩვენს მეგობარს, მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს", — ნათქვამია გავრცელებულ მილოცვაში.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი დამოუკიდებლობის დღეს ოცნების ხელისუფლებს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს.
"ვულოცავთ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გავაგრძელებთ ჩვენი კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას", — ვკითხულობთ მილოცვის ტექსტში.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ "ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მომავალს".
"გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის მიმართ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დიდი ხნის მეგობრულ კავშირებს", — ნათქვამია გავრცელებულ ტექსტში.
პოლონეთის საგარეო უწყება ქართველ ხალხს უსურვებს მშვიდობას, სოლიდარობისა და კეთილდღეობ
"დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს" — წერია განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მილოცვაში წერია, რომ "ესტონეთი თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს".
ელჩები და საელჩოები:
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ის X-ზე წერს, რომ "ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და აღფრთოვანებულია ამ ურყევი ერთგულებით".
"ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს!
ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში.
ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას.
გაგიმარჯოს საქართველო", — წერს პეტერ ფიშერი.
საქართველოში დანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დანია აგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ".
"ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავისუფლება უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!", — წერია განცხადებაში.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი წერს, რომ "საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".
"1918 წლის 26 მაისს საქართველომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავისუფლებისთვის მას შემდეგ იბრძვის. დღეს, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში," — წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი X-ზე.
ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეოთი მიულოცა ქართველ ხალხს.
"ნიდერლანდების სამეფოს სახელით, მსურს ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას თავისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნიდერლანდები საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თქვენი სანდო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენი ურყევი მონაწილეობის მეშვეობით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიქნებით. გაუმარჯოს საქართველოს!" — ამბობს ელჩი.
საქართველოში შვედეთის საელჩოს მილოცვაში ნათქვამია, რომ "შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი".
"ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს ვუჭერთ ევროპულ მისწრაფებებს", — წერია მილოცვაში.
ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი საქართველოს "უსაფრთხოებას, წინსვლას და ინოვაციით აღსავსე მომავალს უსურვებს".
"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება და სილამაზე უმალვე იპყრობს თვალს, მაგრამ რაც სამუდამოდ ტოვებს გულში კვალს, ეს მისი შინაგანი არსია – გამძლეობა, შემოქმედებითობა, კულტურული სიღრმე და ღირსებითა და იდენტობით გამორჩეული ხალხი.
ამ ეროვნული დღეს გისურვებთ უსაფრთხოებით, წინსვლითა და ინოვაციით აღსავსე მომავალს – დაფუძნებულს ამ ქვეყნისადმი ღრმა სიყვარულზე", — წერს ელჩი.
საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი წერს, რომ "ჩეხეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას".
"ძვირფასო ქართველო მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხეთი აგრძელებს თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. თქვენ იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ! გაგიმარჯოს საქართველო!"
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
კომენტარები