ბადრი ჯაფარიძე

4 Feb. 2025, 20:43

"ქართული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეიყვანს ისედაც ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს. როგორ ჩანს, ამოცანა აქვს ქართულ ოცნებასა და მის დამფუძნებელს, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს იმიტომ, რომ სწორედ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიზანი, რომ საქართველოში ვითარება იყოს უკიდურესად დაძაბული და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება, პრაქტიკულად, იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიციური დიქტატურა დამყარდა ქვეყანაში, ერთადერთი სწორი პასუხი არის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოების ყველა სფეროს ერთიანობა და ერთიანი უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა ამ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობაზე, რომ დააშინოს ქართველი ხალხი, რომ ამ რეპრესიებით შეაჩეროს სამართლიანი პროტესტი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები უწყვეტად გამოხატავენ რუსთაველზე და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ეს გამოიწვევს პირიქით რეაქციას, ამან პირიქით — საზოგადოების კონსოლიდირებას უნდა შეუწყოს ხელი იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეჟიმის მიერ ადამიანების დაშინებას უნდა მოჰყვეს საზოგადოების გამთლიანება პასუხად და ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ეს ერთიანობა იყოს ურყევი და იმისათვის, რომ ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად აღსრულდეს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…