"თუ თვლის, რომ ეკუთვნის [საქართველოს მოქალაქეობა], მაშინ გაასაჩივროს" — ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე
ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილის კომენტარს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ქართული ოცნების პოლიტიკასა და აბუ დაბის ინციდენტს უკავშირებს.
"ამ სიგიჟეზე როგორ უნდა გიპასუხოთ? სისულელეა. უცხო ქვეყნის მოქალაქეობას როცა აიღებ, შემდეგ ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა გიჩერდება. ამის შემდეგ შენარჩუნებაზე განცხადებას წერ და მერე იხილავს შესაბამისი უწყება და მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა თუ რაიმე სერიოზული კითხვა გაქვთ, გიპასუხებთ. თუ თვლის, რომ ეკუთვნის [საქართველოს მოქალაქეობა], მაშინ გაასაჩივროს და პროცედურებია. რა შუაშია ინციდენტი? ყველაფერს სიგიჟეებს ნუ იმას შვებით. ავტორიტეტი გივარდებათ. მერე არასერიოზულად ჩნდებით. [...] საერთოდ არ ვარ ვალდებული ვუპასუხო სიგიჟეს", — განაცხადა ზარქუამ.
მანამდე გაბიტაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მისთვის "მოქალაქეობა არ გაიცემა იმიტომ, რომ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენს, მე რომ მქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. ამ ყველაფერს ვუკავშირებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა და, რა თქმა უნდა, აბუ დაბის ინციდენტსაც".
ლაშა გაბიტაშვილმა დღეს გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ წაართვა საქართველოს მოქალაქეობა".
"ქართულმა ოცნებამ წამართვა საქართველოს მოქალაქეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრებაა საქართველოში ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა.
ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შემდეგ მივმართე იუსტიციის სახლს მივმართე, რომ მოქალაქეობა შემენარჩუნებინა. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ უარი მითხრეს [შენარჩუნებაზე] და წამართვეს მოქალაქეობა. რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ..." — აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.
NEWS.On.ge-მ იუსტიციის სახლს განმარტებისთვის მიმართა, რატომ გააუქმეს მოქალაქე გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა. მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 13 იანვარს აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილს "ოცნების" დეპუტატები — ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინა დღეს, გაბიტაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მეტი აბუ-დაბის ინციდენტზე:
- ლაშა გაბიტაშვილი სამმა ნიღბიანმა ძაღლის სეირნობისას სცემა
- ლაშა გაბიტაშვილს იუსტიციის სახლმა საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმა
- ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა, შეიძლება, მეზობელმა სცემა ან მეგობარმა — ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე
- ისე მოხდა, რომ ოცნების დეპუტატებთან იზოლატორში თანაკვეთები მქონდა — ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის ინციდენტს იხსენებს
- ლაშა გაბიტაშვილი: მეგობრებო, თავისუფალი ვარ!
- ლაშა გაბიტაშვილი, სავარაუდოდ, აბუ-დაბის იზოლატორიდან გამოუშვეს
- აბუ-დაბიში "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები