ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული
არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, — ამის შესახებ ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყანაში არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი".
"არაერთხელ მითქვამს, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოს და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერის თანამდებობა დავტოვე 33 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი. ასე იყო მაშინ, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და ქართული ოცნების გუნდთან ერთად გავაგრძელე ერთად დაწყებული საქმე. ასე იყო გასულ წელს, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერის თანამდებობა. ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას.
დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად. ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყანაში არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლოო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა. მისი ლიდერობით ქართულმა ოცნებამ ქვეყანას და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა. ქვეყანა გადაარჩინა. მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში. მიმაჩნია, რომ საპატიო მისია, რომელიც თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ მეორედ პრემიერად დანიშვნით და ბოლოს პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას რომ უკვე შევასრულე.
ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების, მთავარი მონაპოვარი, ღირებულებების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. ვრჩები როგორც ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მსურს, მადლიერება გამოვხატო ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობიდან მემსახურა საქართველოსთვის. წარმატებას ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და დიდ გუნდს", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები