ჩეჩნეთში პოლიციელის მოკვლისთვის ლიკვიდირებული 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დააგდეს — NIYSO
9 აპრილს რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, პოლიციელის მოკვლისთვის ლიკვიდირებული 17 წლის ბიჭის გვამი ქალაქის მოედანზე დემონსტრაციულად დააგდეს — ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" წერს.
ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამ-არხ NIYSO-ზე ასევე ვრცელდება კადრები, სადაც მოკლულის გვამის გარშემო მოქალაქეები ქალაქის მოედანზე მდუმარედ დგანან. 16-წამიანი ვიდეო აჩხოი-მარტანის ადმინისტრაციის შენობასთანაა გადაღებული.
გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს
7 აპრილს, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული 17 წლის ახალგაზრდა კაცი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს. თავდამსხმელმა პოლიციელის ორი თანამშრომელი დანით დაჭრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჩეჩნეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი არხი გროზნო ტვ იტყობინება, რომ 17 წლის ბიჭს თავდასხმისას გაუხსნეს ცეცხლი და ადგილზე ჩაცხრილეს.
"ნოვაია გაზეტა" წერს, რომ 9 აპრილის დილას ადგილობრივები აჩხოი-მარტანის ცენტრალურ მოედანზე ახსნა-განმარტების გარეშე დაიბარეს და იქ ფეხშიშველი მოზარდის ცხედარი დაახვედრეს, რომლის გარეგნობაც სავარაუდო თავდამსხმელის გარეგნობას ემთხვეოდა.
მათი ცნობით, საჯარო შეკრებაზე 15 წლამდე სკოლის ასაკის ბავშვებსაც აიძულეს მისვლა. ადგილობრივების ცნობით, რამდენიმე ქალმა ცხედრის ნახვის შემდეგ გონება დაკარგა, ზოგიერთმა კი მოედნის დატოვება სცადა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს.
NIYSO წერს, რომ საჯარო შეკრებაზე მოსულებს უთხრეს: "დღეს თუ თქვენი შვილი უყურებს სხვის ცხედარს, ხვალ შეიძლება ის იყოს მის ადგილას".
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, თავდამსხმელის უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგანან. მან დამნაშავის ოჯახის წევრების ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გაძევება მოითხოვა.
"შსს-მ და როსგვარდიამ, ფსბ-სთან ერთად, რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევოს დამნაშავეების მამები და შვილები," — თქვა კადიროვმა.
NIYSO-ს ცნობით, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ "დამნაშავის" ოჯახის სულ მცირე ექვსი წევრი დააკავა. ჩეჩნეთში დამნაშავის ოჯახების დასჯას დიდი ისტორია არსებობს. რამზან კადიროვმა ივნისში მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის ხელისუფლება "მოკლავს ყველას — დამნაშავის მამას, ძმას, ბიძას".
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები