დიდი ბრიტანეთისგან სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ პირველი კომენტარი გააკეთა

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზანი მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაა და "არაფერი კავშირი აქვს კორუფციასთან".
სანქცირებული მოსამართლე საქართველოს რუმინეთს ადარებს და დასძინა, რომ სასამართლოზე გავლენა "უცხო ძალებს" არჩევნების გასაუქმებლად სჭირდებათ.
"რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება. აქ არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია, აი, რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა ამ მურუსიძის კორუფციით, რომ... რა კორუფცია? [...]
მოულოდნელი ჩემთვის არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაფერი კავშირი ამასთან კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ, სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ. ერთადერთი რაც მე მაქვს სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო ბოლო." — განაცხადა მურუსიძემ.
მუსერიძემ ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები მას მხოლოდ რეპუტაციულად უქმნის დისკომფორტს და არა ფინანსურად.
"საუბარია იმაზე, რომ, აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებს, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას. [...]
ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ, დიდი ის არ ექნება, უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად და რაღაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია ხო, მაინც,“ — განაცხადა ლევან მურუსიძემ "ფორმულასთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა "სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვარამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა რამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები