ელენე ხოშტარია

16 Jun. 2025, 12:09

"კოალიცია ცვლილებისთვის არის ერთ მუშტად შეკრული და განაგრძობს ბრძოლას რუსულ რეჟიმთან. განაგრძობს იმ შემართებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჩვენი სამი ლიდერისგან: ზურა ჯაფარიძისგან, ნიკა მელიასგან და ნიკა გვარამიასგან. მათ საკუთარი პრინციპული გადაწყვეტილებით, რომ არაფრის ფასად არ ითანამშრომლონ რეჟიმთან, ისინი დღეს არიან პატიმრობაში.

ეს არის ბრძოლის ნაწილი იმიტომ, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა აძლიერებს და ახანგრძლივებს ამ რეჟიმს. შესაბამისად, ისინი შიგნიდან, ჩვენ გარედან ვაგრძელებთ ამ პრინციპულ ბრძოლას.

პრინციპული ბრძოლა დგას სამ რამეზე:

ერთი, ეს არის საერთო ეროვნული პროტესტი, რომელიც უნდა გაძლიერდეს და ყველა აქტივისტმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, კოალიცია, ვართ მათ გვერდში. ყველა პოლიტპატიმარმა უნდა იცოდეს, რომ ვართ მათ გვერდში და გავაგრძელებთ მათი უფლებებისთვის ბრძოლას.

მეორე — ეს არის პოლიტიკური ერთიანობა, პოლიტიკური სპექტრის, ოღონდ ერთიანობა სტრატეგიული ამოცანის გარშემო, რეჟიმთან ართანამშრომლობის გარშემო. ამ ერთიანობას დღეს აქვს გამოწვევა, ეს არის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რუსული რეჟიმის მიერ მოფიქრებული, გამოგონილი, ყალბი პროცესი.

ამიტომ, მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პრეზიდენტთან ერთად, ლელოსთან ერთად, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ჩვენ დავხურავთ ამ ფურცელს და ზუსტად ისევე პრინციპულად, როგორც პარლამენტში არშესვლით, კომისიასთან ართანამშრომლობით დაიხურება ეს ყალბი თვითმმართველობის არჩევნების თემა და ვიქნებით ერთიანები ამ ბრძოლაში.

სწორედ ამ ართანამშრომლობით, არლეგეტიმაციით ამ რეჟიმის ჩვენ მივაღწევთ როგორც შიდა, ასევე გარე ზეწოლას რეჟიმზე, რაც საბოლოო ჯამში, მათ ჩამოშლის.

ჩვენ გუშინ ვნახეთ კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ მაგალითად, თბილისში 70% არის წინააღმდეგი ამ ყალბი პროცესის.

ამიტომ, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ბრძოლაში, სადაც ჩვენმა ლიდერებმა პრინციპული ნაბიჯი გადადგეს, კოალიცია ცვლილებისთვის დგას ძალიან პრინციპულად, ერთ მუშტად შეკრული და ერთგული იმ ბრძოლის, რაც არის რუსების დამარცხება ჩვენს ქვეყანაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  3. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  4. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს

როდესაც მგლების ხროვა მსხვერპლს დაედევნება და დაიჭერს მალევე იქ ყორანი ჩნდება. სანამ მტაცებლები ნადავლის ჭამას…