ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლები — როგორი იყო Tegeta Cars-ის 2024
ფოტო: თეგეტა ქარსი
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, — სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე — თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, Tegeta Cars გასული წლის შედეგებს აჯამებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2024-ში, საერთო ჯამში, 4 600 ერთეული ავტომობილი გაყიდეს. მათგან 4 100 ახალი იყო, ხოლო 500 - მეორადი.
ფოტო: თეგეტა ქარსი
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: “2024 წელი Tegeta cars-მა განსაკუთრებული წარმატებით ჩახურა. მნიშვნელოვნად გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელი როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილების მიმართულებით. საერთო ჯამში, Tegeta Cars-ის ბრენდების სერვისში მომსახურება 38 714 უნიკალურ ავტომობილს გავუწიეთ. საათების რაოდენობამ, რაც მთლიანობაში 113 730 საათია, გასული წლის მონაცემებს 27%-ით გადააჭარბა.
გასულ წელს ჩვენს პორტფელში არსებულმა ბრენდებმა არაერთი ჯილდოსა და აღიარების მოპოვება შეძლეს. როცა წარმატებულ წელს ვაჯამებთ, განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ პარტნიორობის დაწყება ისეთ მსოფლიო ბრენდთან, როგორიც არის უდიდესი ისტორიის მქონე Bentley, რომლის შოურუმიც უკვე ფუნქციონირებს. ხელშეკრულება გავაფორმეთ იტალიურ Lamborghini-სთან და პორტფელში დავიმატეთ პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr.
2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისითაც. გავხსენით ინტეგრირებული შოურუმი და ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე ტოიოტა ცენტრი თეგეტას განახლებული, კონცეპტუალური შოურუმი. ვფიქრობ, გასული წელს შევძელით, ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები შეგვეთავაზებინა“.
ფოტო: თეგეტა ქარსი
Bentley-სთან სადილერო ხელშეკრულებას ხელი გასულ წელს მოეწერა. მალევე გაიხსნა Bentley Tbilisi-ს შოურუმი აღმაშენებლის ხეივნის 129 ნომერში. „თეგეტას“ ახალი კომპლექსი საექსპოზიციო სივრცესა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას აერთიანებს. სერვისცენტრის მშენებლობა კი მაისში დასრულდება.
ფოტო: თეგეტა ქარსი
მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს მომხმარებელს Tegeta Cars სუპერქარის წარმომადგენლის Lamborghini-ს შემთხვევაშიც. შოურუმის გახსნა “თეგეტას“ უახლოესი გეგმაა. მანამდე კი კომპანია თავის შემადგენლობაში შემავალი კიდევ ერთი პრემიული ბრენდისა და სპორტქარების ბრენდის, Porsche-ს გაყიდვების მაჩვენებლებს აჯამებს. თუ 2023 წელს პორშე ცენტირ თბილისმა 360 ახალი ავტომობილი გაყიდა, გასულ წელს ეს რიცხვი 513-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, ამ მაჩვენებელმა 2024-ში 79 ერთეული შეადგინა. კვლავ დიდია დაინტერესება Porsche 911-ის მიმართ, გასულ წელს გერმანული ბრენდის ეს გამორჩეული მოდელი სპორტქარის 57-მა მოყვარულმა შეიძინა.
2024-ის კალენდარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომოდელის Porshce Macan-ის წარდგენას თბილისში. საერთაშორისო პრემიერის შემდეგ ელექტრიფიცირებული Porsche Macan-ის მსოფლიო გაყიდვები ერთდროულად დაიწყო, მათ შორის იყო პორშე ცენტრი თბილისი და საქართველო. შთამბეჭდავი გამოდგა წარდგენაც — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 28 ქვეყანას შორის საუკეთესო კრეატიული ხედვისთვის პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ ხოსროშვილი დააჯილდოვეს.
ფოტო: თეგეტა ქარსი
“სრულად ელექტრული Porsche Macan წლის მთავარი მოვლენა იყო Porsche-სთვის და, ბუნებრივია, პორშე ცენტრი თბილისისთვისაც“. ეს ელექტრიფიცირებული მოდელი სპორტქარისთვის დამახასიათებელი მართვადობით გამოირჩევა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ შემცირებულია დამუხტვის დრო, დაფარვის მანძილი კი გაიზარდა და 613 კილომეტრს შეადგენს. მოხარულები ვართ, რომ ელექტრომოდელმა ქართველი მომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია“, - აცხადებს თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი.
ახალი მოდელები შესთავაზა Tegeta Cars-მა იაპონური ბრენდის მოყვარულებსაც. გასულ წელს ტოიოტა ცენტრის თეგეტა შოურუმს ახალი Toyota C-HR, LC250 და Camry შეემატა.
ფოტო: თეგეტა ქარსი
განახლდა და ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყო ტოიოტა ცენტრი ბათუმის შოურუმი. ერთ-ერთი გამორჩეული სიახლე კი, დასავლეთ საქართველოში პირველად ტოიოტას სამღებრო-სათუნუქე საამქროს მოწყობა იყო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სივრცე სხვადასხვა სერვისს აერთიანებს: შეღებვისა და ფერთა შეზავების მიმართულება, ცალკეა გამოყოფილი თვლების შეყრის ნაწილი და ავტომობილზე ფირების გადაკვრა.
საერთაშორისო აღიარების გარეშე წელი არც ტოიოტა ცენტრი თეგეტას ჩაუხურავს. კომპანია კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა. საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტოიოტა ცენტრი თეგეტამ უმაღლესი ქულები მოიპოვა და სხვა დილერებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
უკვე სამი წელია, პირველ ადგილს არ თმობს და საუკეთესო იმპორტიორის სტატუსს ინარჩუნებს ვოლვო ქარ კავკასია. კომპანიამ Volvo Cars-ის 30-მდე კრიტერიუმი სრულად დააკმაყოფილა და ვოლვოს ოსკარად წოდებული Excellence Club-ის ჯილდო კიდევ ერთხელ დაიმსახურა. მათ შორის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სომხეთში მოგებული ტენდერი იყო, რომლის თანახმადაც კომპანიამ მეზობელი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს 120 ერთეული ელექტრომობილი მიაწოდა.
ფოტო: თეგეტა ქარსი
თავის მხრივ, სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნავს ვოლვო ქარ საქართველო, რომელმაც ერთწლიანი მუშაობის შემდეგ VPS (Volvo Personal Service) სერტიფიცირება მოიპოვა. ამასთანავე, ვოლვოს ტექნიკოსი გიორგი ბეგიაშვილი ვოლვოს წარმომადგენლობებს შორის, EMEA-ს მასშტაბით, Service & Repair კონკურსის გამარჯვებული გახდა.
პეტრე წაქაძე, თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: “რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ვაპირებთ, ვოლვო X90-ით აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრები მოვამარაგოთ. შვედური ბრენდის ეს ფლაგმანი მოდელი უკვე თბილისის Volvo Retail Experience შოურუმშია. ასევე ჩვენს ულტრათანამედროვე საექსპოზიციო სივრცეში გამოჩნდება 7 მგზავრზე გათვლილი SUV, X90, რომელიც სრულად ელექტრულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ბაქოში მომსახურების ახალი, მასშტაბური ცენტრის გახსნაა. Volvo Retail Experience კონცეფციით შექმნილი შოურუმი აზერბაიჯანის ბაზარს მაისიდან მოემსახურება“.
საქართველოს ფარგლებს უკვე გასცდა Tegeta Cars-ში შემავალი კიდევ ერთი კომპანია მაზდა ცენტრი თეგეტა და იაპონური ბრენდის ავტომობილებს სომხეთის ბაზარს მიმდინარე წლიდან შესთავაზებს. ამასთანავე, ქართველ მომხმარებელს კომპანია უკვე მულტიბრენდულ შოურუმში მასპინძლობს.
ფოტო: თეგეტა ქარსი
აღმაშენებლის ხეივნის № 152-ში მდებარე ცენტრი Geely Sakartvelo Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო. 4000 კვ.მ-მდე სივრცეში თავმოყრილია შოურუმი, სრული ავტოსერვისი და სამუშაო სივრცე თანამშრომლებისათვის. მომხმარებელი ერთი ვიზიტით მისთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღებას ახერხებს.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, Tegeta Cars-ი ATV ტექნიკასაც აერთიანებს და წარმოადგენს ისეთ ცნობილ ბრენდს, როგორიც ამერიკული Polaris-ია. გასულ წელს კომპანიამ 35 ერთეული გაყიდა.
“გარდა ამისა, ჩვენ გავხდით Indian Motorcycle-ის ოფიციალური დილერები საქართველოში და 2024 წელს გავყიდეთ 16 ერთეული მოტოციკლი, რომელშიც დიდ პოტენციალს ვხედავთ და წლიდან წლამდე ზრდას ველოდებით“, - აცხადებს პეტრე წაქაძე.
არსებული ბრენდების განვითარება, მომხმარებლის გამოცდილებისა და კმაყოფილების გაუმჯობესება, სერვისის ხარისხის განუწყვეტლივ ამაღლება, საოპერაციო და ფინანსური ლიზინგის დახვეწა და მომხმარებლისთვის სხვადასხვა საინტერესო ფინანსური თუ საოპერაციო პროდუქტის შექმნა - კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ყველა ეს კომპონენტი მუდმივი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და არც მიმდინარე წელს შეიცვლება.
რაც შეეხება გაფართოებასა და რეგიონულ ექსპანსიას, Tegeta Cars-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
-
ტრამპი: აშშ უკრაინის ომში არასდროს უნდა ჩარეულიყო ტრამპი: აშშ უკრაინის ომში არასდროს უნდა ჩარეულიყო
გადახედვა
-
ლიტერატურული გაზაფხული ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში: პალიტრა L-ის განსაკუთრებული სამზადისი წიგნის ბაზრობისთვის ლიტერატურული გაზაფხული ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში: პალიტრა L-ის განსაკუთრებული სამზადისი წიგნის ბაზრობისთვის
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკება, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეგვიჩერებია ევროკავშირთან მოლაპარაკება, სამართლიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ
გადახედვა
-
მოლდოვამ დსთ დატოვა მოლდოვამ დსთ დატოვა
გადახედვა
-
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე
გადახედვა
-
დააკავეს 5 პირი, რომლებიც უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ ₾3.5 მლნ-ზე მეტს თაღლითურად დაეუფლა დააკავეს 5 პირი, რომლებიც უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ ₾3.5 მლნ-ზე მეტს თაღლითურად დაეუფლა
გადახედვა
-
კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია
გადახედვა
-
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
-
ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია ლაშა ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია
გადახედვა
-
"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში — "პატრიოტები ევროპისთვის" გაწევრიანდა "ქართული ოცნება" ევროსაბჭოს კონგრესში ორბანის პოლიტიკურ ჯგუფში — "პატრიოტები ევროპისთვის" გაწევრიანდა
გადახედვა
-
"ალბათ აქაც ჩამოვლენ, ალბათ ჩვენც ჩავალთ" — თენგიზ შარმანაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე "ალბათ აქაც ჩამოვლენ, ალბათ ჩვენც ჩავალთ" — თენგიზ შარმანაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე
გადახედვა
- ლადო ბოჟაძე: "ახლა ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ზარს პრეზიდენტ ყაველაშვილთან" ლადო ბოჟაძე: "ახლა ველოდებით პრეზიდენტ ტრამპის ზარს პრეზიდენტ ყაველაშვილთან"
-
რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ რუსეთში 75 000-ზე მეტი სტუდენტი შესაძლოა ომში წაიყვანონ
გადახედვა
-
რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო რატომ ისვამს ჰეილი ბიბერი სახის კრემს სავარცხლით? — 7 ტრენდი, რომლებმაც სოციალური ქსელები დაიპყრო
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია TI: მიუსაფარი ცხოველების მართვის ახალი წესები კანონთან წინააღმდეგობაშია
გადახედვა
-
Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი Bybit Georgia — საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
-
კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები" კახა კალაძე: "მესიჯებს სწერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები"
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსის საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
-
რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები — ფაშინიანი პუტინს რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის და არც პრემიერმინისტრის კანდიდატები — ფაშინიანი პუტინს
გადახედვა
-
საქართველოში მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან საქართველოში მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან
გადახედვა
კომენტარები