სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, მუდმივად ქმნის ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო გარემოს, რისთვისაც საგანმანათლებლო არეალს აფართოებს და უკვე მოქმედ ფაკულტეტებს ახალ პროგრამებს ამატებს.
ამ დრომდე, აქ არსებობდა საჯარო მმართველობის მაგისტრატურის კურსი, ამჟამად, კი საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამაც გაიხსნა, რომელმაც 7-წლიანი უპირობო აკრედიტაცია მიიღო. აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ, შემოხაზონ საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, კოდი ცნობარში აღნიშნულია ციფრებით — 088.
“ჩვენ შევისწავლეთ, აკადემიური ბაზარი და დავასკვენით, რომ არსებობს რესურსი, როგორც საჯარო სექტორში, ისე სასწავლო დაწესებულებებში. კვლევის შედეგად გამოკვეთილი ტენდენციის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა, ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი სამაგისტრო და სადოქტორო კადრი აღვზარდოთ.
პროგრამას ასწავლიან ისეთი ლექტორები, რომლებიც დღესდღეობით საჯარო სამსახურის წამყვანი სპეციალისტები არიან. კადრები შეირჩა ზედმიწევნით ობიექტურად, გამოკითხვის შედეგად.“ — გვიყვება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი გორაძე.
კითხვარები დაურიგდათ, არა მხოლოდ საჯარო სამსახურის მოხელეებს, არამედ ბიუროს წევრებსაც. პასუხების შედეგად კი გამოიკვეთა საჭიროებები, პრობლემები, რა უნარები სჭირდებათ შერჩეულ კადრებს, რომელია მათთვის სასურველი კურსები და სხვ. პროგრამა შედგა უნივერსიტეტის ხედვებიდან და გამოკითხვის პასუხებიდან გამომდინარე.
ფოტო: გიორგი გორაძე - სამართლის ფაკულტეტის დეკანი
საპროგრამო მიდგომა უფრო მეტად ორიენტირებულია, პრაქტიკაზე და, რასაკვირველია, თეორიაზეც, ოღონდ დოზირებულად. მოქმედმა საჯარო პირებმა კარგად იციან სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი უნარები, რასაც, გაუზიარებენ ახალგაზრდებს. ანუ, მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად,პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ეს პროგრამა დაეხმარებათ მათ ლიდერობის უნარების განვითარებაში.
“სამართლის ფაკულტეტზე შევიტანეთ — ექსკლუზიურ-პრაქტიკული საგნები, ბიზნეს ეკონომიკა, ლიდერობა, კლინიკა და სხვ. რადგან მომავალ საჯარო მოხელეს უნდა შეეძლოს ყველაფერი, რაც სჭირდება, დაწყებული განცხადების დაწერით — აქტის გაფორმებისა და სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის ჩათვლით.“ - გვიზარებს გიორგი გორაძე.
ფაკულტეტი გამორჩეულია საავტორო პროგრამებით, რომლებიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, ერაზმუსის გარდა, მოქმედებს ექსკლუზიური ბილატერალური ხელშეკრულებები პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტების უფასო სწავლასა და ცხოვრებას 1 სემესტრის განმავლობაში. იყო არაერთი შემთხვევა, როცა ორივე მხარის სურვილით, სტუდენტებს მე-2 სემესტრიც გაუგრძელებიათ უცხოეთში სწავლა.
“საზღვარგარეთ ახალგაზრდების სასწავლებლად გასაგზავნად ჩვენთვის დაფინანსებას გამოჰყოფს საერთაშორისო ორგანიზაცია ფუსე: ესპანური უნივერსიტეტები აცხადებენ პროგრამას, ჩვენ კონკურსის საფუძველზე ვარჩევთ საუკეთესო სტუდენტს და ვაგზავნით. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთი კანდიდატურა შევარჩიეთ, მათ კი მეორე ადგილზე ვინც გავიდა ისიც მოეწონათ და ორივე წაიყვანეს. ჩვენი სტუდენტები სწავლობენ ვალიადოლიდში, კადიშში, სალამანკაში, პოლონეთთან და საფრანგეთთან გაცვლითი პროგრამები გვაქვს.“ - გვიამბობს გიორგი გორაძე.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე სახელმწიფო და კერძო სექტორებში, არასამეწარმეო ორგანიზაციებში, მაკონტროლებელ ორგანოებსა და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
კომენტარები