8 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა — ყველაფერი 12 მარტის სასამართლო პროცესზე
12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი იხილავდა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 24 მარტს, 12:00 საათზე დაინიშნა.
სადამსჯელო სკამზე ისხდნენ: ზვიად ცეცხლაძე, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ისლამ ალიევი, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს და საქმე არ უნდა გადაეცეს არსებით განხილვას. ადვოკატების თქმით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს დანაშაულის არსებობას.
პროკურატურის პოზიციით კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი სტანდარტით ადასტურებს იმას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი ქმედება.
პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა პროკურატურის მიერ რიგი მტკიცებულებების დაუშვებლობა, მათ შორის საუბარია სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებზე. პროკურატურის პოზიციით კი აღნიშნული მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დაცვით იყო მოპოვებული.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ წარმოადგინა მაგალითები, რომ ვიდეოები, რომელთა საფუძველზეც პროკურატურა ირწმუნება, რომ დაკავებულმა პირებმა დანაშაული ჩაიდინეს, ყალბ Facebook-ანგარიშებზეა ატვირთული და ისინი არ უნდა იყოს პროკურატურის მტკიცებულებათა ნუსხაში.
"მაგალითად, ირაკლი მიმინოშვილის ვიდეოს დათვალიერება და გადმოწერა მოხდა პროფილიდან, რომელსაც პირველი პოსტი აქვს 2024 წლის 13 მაისს. არც ერთი ავთენტური ფოტო ამ პროფილზე არ არის. პროფილის სურათზე არის კრიშტიანო რონალდოს ფოტოსურათი. შემდეგი სურათი გახლავთ კახი კალაძის და ხამზატ ჩიმაევის, შემდეგი ხამზატ ჩიმაევის და აღწერაში უწერია, რომ ჩიმაევმა კურდღლები დახოცა. ეს არის პროფილი, საიდანაც აიღო პროკურატურამ ირაკლი მიმინოშვილის, მათი ვარაუდით, დანაშაულში მამხილებელი ვიდეო.
გიორგი გორგაძის ვიდეოები დევს ვინმე ბექა კასრაძის პროფილზე. ერთადერთი პოსტი აქვს განთავსებული – ეს ფოტოსურათი და ვიდეო, რომელიც გორგაძეს ასახავს რუსთაველის გამზირზე. სხვა აქტივობა არ არის," — თქვა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატი თუთბერიძის მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ბრალდების ეს მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოსამართლე მგელიაშვილმა დასაშვებად ცნო დაცვის მხარის შუამდგომლობებიც.
ამას გარდა, ზოგიერთი ბრალდებულის ადვოკატი ჩხრეკის ოქმის დაუშვებლობას ითხოვდა.
ზვიად ცეცხლაძის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განაცხადებით, ჩხრეკის ოქმი ვერ უნდა მოხვდეს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში, რადგან მას არ მიეცა ჩხრეკის პროცესზე დასწრების საშუალება. ადვოკატის თქმით, როცა ის ცეცხლაძის სახლში მივიდა, ჩხრეკა 5 წუთის დაწყებული იყო.
პროკურორის განცხადებით კი, ადვოკატი დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებაში დასწრებას ითხოვდა.
ცეცხლაძის ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ ცეცხლაძემ ხელი მხოლოდ პირადი ჩხრეკის ოქმს და არა საცხოვრებელი სახლის ოქმს მოაწერა, რადგან ცეცხლაძის სახლში განთავსდა ის ნივთები, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა. ადვოკატი ამ გარემოებებით ხსნის მის ჩხრეკაზე არ დასწრებასაც
"ზვიად ცეცხლაძემ ხელი მოაწერა პირადი ჩხრეკის ოქმზე, მაგრამ არ მოაწერა ხელი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმზე. მიზეზი არის ის, რომ ზვიად ცეცხლაძის სახლში განთავსდა ისეთი ნივთები, რომლებიც არ ეკუთვნოდა მას: მოლოტოვის კოქტეილები, ქილები, რომელშიც თითქოს მოთავსებული იყო ზეთი და ბენზინი, ეს ნივთები ზვიადს არ ეკუთვნოდა.
თუ საცხოვრებლის ჩხრეკა მიზნად ისახავდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ობიექტის ამოღებას, რატომ არ იქნა დაშვებული ადვოკატი", – თქვა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
ადვოკატ ჭიკაიძის შუამდგომლობის მიუხედავად, დავით მგელიაშვილმა ზვიად ცეცხლაძის ჩხრეკის ოქმი დასაშვებ მტკიცებულებად ცნო.
ამის შემდეგ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლე მგელიაშვილის აცილებაც მოითხოვეს.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, ადვოკატებმა მოსამართლე მგელიაშვილის აცილება მოითხოვეს, რაც არ აკმაყოფილებდათ.
ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ გონივრული ეჭვი ჩნდება მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.
"არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მოსამართლის ობიექტურობას და მიუკერძოებლობას — თქვენ მიერ წინა სხდომაზე და დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პატიმრობის ვადის გაგრძელებასა და მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ შექმნა არგუმენტების ერთობლიობა, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ თქვენ, სამწუხაროდ, ვერ იქნებით ობიექტური და მიუკერძოებელი," — განაცხადა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა.
"ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის აცილების საფუძველი," – უპასუხა ადვოკატს მოსამართლე მგელიაშვილმა და არ დააკმაყოფილა აცილების მოთხოვნა.
პატიმრების სიტყვით გამოსვლები:
ირაკლი მიმინოშვილი
საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა სასამართლო პროცესზე შეყვარებულს ხელი სთხოვა.
მიმინოშვილი: მოკითხვები ყველას, პირველ რიგში, ჩემ ოჯახს. მინდა იცოდეთ მე კარგად ვარ, მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გამო გამოდიან გარეთ და ერთი დღეც არ ჩაუგდიათ. ამ განვლილი 3 თვის მანძილზე მიფიქრია ადამიანების ფასეულობებზე და იმაზე რომ ჩემ გარშემო როგორი ადამიანები მყავს, მივხვდი რომ საუკეთესო ხალხია ვინც ჩემ გარშემო ტრიალებს, რადგან სულ გვერდში მიდგანან.
დედა მიყვარხარ, ნინი, ცოლად გამომყვები?
მოსამართლე: თუ პასუხს ელოდები მოვიტანთ მიკროფონს და მოვისმინოთ.
მიმინოშვილი: არა, მადლობა, გავიგე — მიყვარხარო.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი
ნიკოლოზ ჯავახიშვილი 12 მარტის სასამართლო პროცესზე წარსდგა მაისურით, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: Oscar Lima Echo Oscar Lima Alpha. წარწერა NATO-ს ფონეტიკური ანბანითაა გაკეთებული, რაც დიდი ასობით იკითხება, როგორც Ole Ola.
ჯავახიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პოლიტპატიმრებსა და თეატრალურის სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა.
"სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ყველა იმ პოლიტიკურ პატიმარს, ვინც უსამართლოდ არის დაკავებული. სოლიდარობას ვუცხადებ უნივერსიტეტიდან გამოგდებულ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ერთობისა და ჩვენი ერთგულებისთვის. მადლობა," — განაცხადა ჯავახიშვილმა.
ზვიად ცეცხლაძე
ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მაგალითად მოიყვანა ალექსანდრე სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი". მისი თქმით, ამ წიგნის მსგავსად მისი სასამართლო პროცესზე პროკურატურამ უარი თქვა გარკვეული რეალური წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე და ბრალდებულებზე გადმოიტანა ტვირთი მტკიცების.
"ჩემი შეხედულება იქნება ერთადერთი პარალელი: გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი პატიმრობის სიტუაციამ ხაზი გადაუსვა ჩემს იურიდიულ განათლებას, ვცდილობ, სხვა სახით მივიღო იურიდიული განათლება. მათ შორის, საინტერესო აღმოჩნდა [ალექსანდრე] სოლჟენიცინის "გულაგის არქიპელაგი", სადაც საინტერესო რაღაცები წერია პროკურატურაზეც.
ნათქვამია, რომ პროკურატურამ საერთოდ უარი თქვა მტკიცებულებების მოტანაზე და მტკიცების ტვირთი მთლიანად გადაიტანა პროკურატურაზე. ანუ, როცა პროკურატურა მოდიოდა სასამართლოზე, საუბარი მიდიოდა იმაზე კი არა, რომ პროკურატურამ დაამტკიცოს ადამიანის ბრალეულობა, ეს ტვირთი მთლიანად გადადიოდა ბრალდებულზე და მას უნდა დაემტკიცებინა, რომ არ იყო დამნაშავე და მნიშვნელობა არ ჰქონდა, პროკურატურას რა ჰქონდა წარმოდგენილი და რა არა.
ამ შემთხვევაში იმ პარალელს ვხედავ, რომ პროკურატურამ უარი თქვა გარკვეული რეალური წონის მქონე ბრალდების წარმოდგენაზე და ფაქტობრივად ჩვენზე გადმოიტანა ის ტვირთი, რომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, რომ უკანონოდ მოპოვებულია, არ არის შესაბამისი მტკიცებულება და ა.შ. ეს არ არის თანასწორთა შორის კამათი, ეს არის მხოლოდ, რომ ჩვენ ვიცავთ თავს და ვამტკიცებთ, რომ ეს მტკიცებულებები შეუფერებელია და ა.შ," — განაცხადა ცეცხლაძემ.
ვეფხია კასრაძე
ვეფხია კასრაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ის მზად არის ქართული ოცნების ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შეეწიროს, თუ ის ახალგაზრდებს თავს გაანებებს.
"მე არ მინდა, რომ ჩემს შვილებს მოუწიოთ კიდევ ომში ყოფნა, 5 შვილის მამა ვარ, ბატონო მოსამართლევ. მცირეწლოვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული ისე ვენატრები... არ მინდა, მათ მოუწიოთ კიდევ უსამართლო საქართველოში ცხოვრება. ქართველი ხალხი იმსახურებს ძალიან კარგ საქართველოს და ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს... მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს თავი ამ ბავშვებს. ერთი მსხვერპლშეწირვა არ ეყოფა? მზად ვარ, მთელი სიცოცხლე გავიღე, როგორც გინდათ, ისე მაწამეთ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ, გაეშვას საქართველოს" — განაცხადა ცეცხლაძემ.
კასრაძის სიტყვა სრულად იხილეთ:
შეგახსენებთ, გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს; ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს — ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.
-
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა
-
ჩეჩნეთში, "გროზნო სითის" ცათამბჯენში აფეთქება მოხდა ჩეჩნეთში, "გროზნო სითის" ცათამბჯენში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
გურამ მაჭარაშვილი: BBC-ის მიერ გავრცელებულ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს გურამ მაჭარაშვილი: BBC-ის მიერ გავრცელებულ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს
გადახედვა
-
სეს-მა შპს "ველის" რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა შპს "ველის" რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
CS AWARD 2025 — თეგეტა ნომინაცია — მდგრადი მოხმარება და წარმოებაში გამარჯვებულია CS AWARD 2025 — თეგეტა ნომინაცია — მდგრადი მოხმარება და წარმოებაში გამარჯვებულია
-
₾15 მლნ-ის ღირებულების ნედლი ნავთობის განკარგვის ფაქტზე ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი 3 პირი დააკავეს ₾15 მლნ-ის ღირებულების ნედლი ნავთობის განკარგვის ფაქტზე ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
Human Rights Watch: საქართველო: რეპრესიული კანონები მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციას ახდენს Human Rights Watch: საქართველო: რეპრესიული კანონები მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაციას ახდენს
გადახედვა
-
რას გამოიწვევს ანტარქტიდის ყინულის დნობა — მეცნიერთა პროგნოზი რას გამოიწვევს ანტარქტიდის ყინულის დნობა — მეცნიერთა პროგნოზი
გადახედვა
-
ბიბლიაში დაშვებული შეცდომა მსოფლიოზე დღესაც ზემოქმედებს? — ახალი კვლევა ბიბლიაში დაშვებული შეცდომა მსოფლიოზე დღესაც ზემოქმედებს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა 12 წლის მოზარდებზე სმარტფონის გავლენა შეაფასეს — რა აჩვენა კვლევამ მეცნიერებმა 12 წლის მოზარდებზე სმარტფონის გავლენა შეაფასეს — რა აჩვენა კვლევამ
გადახედვა
-
მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს
გადახედვა
-
2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ
გადახედვა
-
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
-
პროკურატურამ გელა ბარკალაის აგარაკზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ გელა ბარკალაის აგარაკზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
სუხიშვილების გამოფენა — ტრიუმფის 80 წელი გრძელდება, სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი სუხიშვილების გამოფენა — ტრიუმფის 80 წელი გრძელდება, სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
-
ასტრონომებმა გიგანტური მბრუნავი სტრუქტურა დააფიქსირეს, რომელშიც 14 გალაქტიკაა ასტრონომებმა გიგანტური მბრუნავი სტრუქტურა დააფიქსირეს, რომელშიც 14 გალაქტიკაა
გადახედვა
-
საგურამოში ბიზნესმენ გელა ბარკალაიას აგარაკი გაძარცვეს საგურამოში ბიზნესმენ გელა ბარკალაიას აგარაკი გაძარცვეს
გადახედვა
-
130 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი 130 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
-
ენოტი სასმელების მაღაზიაში შეიჭრა, გატყვრა, იქაურობა დალეწა და ტუალეტში მიიძინა (ვიდეო) ენოტი სასმელების მაღაზიაში შეიჭრა, გატყვრა, იქაურობა დალეწა და ტუალეტში მიიძინა (ვიდეო)
-
გივი მიქანაძე: "შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს" გივი მიქანაძე: "შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს"
გადახედვა
კომენტარები