ვეფხია კასრაძე

12 Mar. 2025, 18:07

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს და ჩვენ, იმის მაგივრად, რომ ასეთ თაობას ვუფრთხილდებოდეთ, მათ მომავალს ვუნადგურებთ. თქვენც ხომ გყავთ შვილები, ბატონო მოსამართლევ, პროკურორებო. ჩავიხედოთ ჩვენს გულებში, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ უდანაშაულო ვარ. ეს ხომ მშვენივრად იცით. როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენს სულში ჩაიხედეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ თქვენმა შვილებმა არ იფიქრონ, ეს რა გააკეთე მამაო. მე ამ უსამართლობას შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები, თუ გინდათ მაწამეთ.

როგორც გინდათ მაწამეთ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები და მე მათ ვაჩვენებ ისეთ თავდადებას და ისეთ თავგანწირვას, რომ ჯერ არავის არ უნახავს. ბატონო მოსამართლევ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, გთხოვთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში, პატივი ეცით თქვენს მანტიას და სძლიეთ ამ ყველაფერს, რომ თქვენმა შვილებმა არ იცხოვრონ სირცხვილში. დღეს ახალი ისტორია იწერება, ახალი საქართველო იბადება - ხომ ყველას გვინდა სამართლიანი სამშობლო გვქონდეს? მე არ მინდა, რომ ჩემს შვილებს მოუწიოთ კიდევ ომში ყოფნა, 5 შვილის მამა ვარ, ბატონო მოსამართლევ. მცირეწლოვანი მყავს 7 წლის და ბავშვი არის განადგურებული ისე ვენატრები... არ მინდა, მათ მოუწიოთ კიდევ უსამართლო საქართველოში ცხოვრება. ქართველი ხალხი იმსახურებს ძალიან კარგ საქართველოს და ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ეს... მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს თავი ამ ბავშვებს. ერთი მსხვერპლშეწირვა არ ეყოფა? მზად ვარ, მთელი სიცოცხლე გავიღე, როგორც გინდათ, ისე მაწამეთ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი და საერთოდ, გაეშვას საქართველოს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…