საია: შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისათვის იყენებს
შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისათვის იყენებს, — ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას. ამავდროულად, ეს მიზნად ისახავს საპროტესტო აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას იმისა, რომ სახელმწიფო არამხოლოდ მათ იდენტიფიცირებას მოახდენს და სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს, არამედ უთვალთვალებს კიდეც.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას სახის ამომცნობი კამერების მასობრივ გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისთვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია. სასამართლო უმეტესად, არ აფასებს, რამდენად კანონიერად მოხდა პირის იდენტიფიცირება და პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ასევე, აქციის მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლისთვის. მას ასევე, აქვს "მსუსხავი ეფექტი", რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თვითშეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს.
გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საია-სთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ მეთვალყურეობას/თვალთვალს. კერძოდ, 2025 წლის იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს "ლაივ-რეჟიმით". ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, ამ დროს კადრს აახლოებს შესაბამისი პირი იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება „ლაივ რეჟიმში“. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად. ვიდეო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ, სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან. გაუგებარია, რომელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ვიდეოკამერისგან ზურგით მდგომი საპროტესტო აქციის მონაწილის ხელში არსებული ფურცლების იმგვარად მიახლოება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება, რომ შესაძლებელი გამხდარიყო არსებული ტექსტის წაკითხვა.
საგანგაშოა, რომ სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას. ამავდროულად, ეს მიზნად ისახავს საპროტესტო აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას იმისა, რომ სახელმწიფო არამხოლოდ მათ იდენტიფიცირებას მოახდენს და სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს, არამედ უთვალთვალებს კიდეც.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირი რეჟიმით თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა შეფასებული აქვს გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებებში ჩარევად. სასამართლოს შეფასებით, ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების განხორციელების კონტექსტში, შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპით მართული, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან (Glukhin v. Russia, no. 11519/20).
საია-ს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს შსს-ს მიერ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე. საია-მ გასულ პერიოდშიც მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რათა შეესწავლა რამდენად განხორციელდა წინასწარ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სამსახურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება", — განაცხადა ქურდოვანიძემ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები