როდის გაიმართება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინის ომზე და რა პირობებს აყენებდა პუტინი თვენახევრის წინ?
ფოტო: CNN
სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის ომზე შესაძლოა "მომდევნო დღეებში" გაიმართოს, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამ კვირაში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ისაუბროს.
ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
"ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტებს აშშ-ს წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში", — განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებს.
აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც.
მისი თქმით, ამერიკულმა დელეგაციამ ერ-რიადიში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ აშშ-ს სურს ნორმალური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან და მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
"როდესაც ჩვენ შევხვდით, ვფიქრობ, საიდუმლოს არ გავამხელ, რიადში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან მაიკ უოლცთან და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფთან, მათ თქვეს, რომ მათ უნდათ ნორმალური ურთიერთობა იმ გაგებით, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საფუძველი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ, არის აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვა", — თქვა ლავროვმა ამერიკელ ბლოგერებთან მარიო ნაუფალთან, ლარი ჯონსონთან და ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ინტერვიუში.
ლავროვის თქმით, ამავდროულად, ამერიკელებს ესმით, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები და მზად არიან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც საკუთარი ეროვნული ინტერესები აქვთ და არ სურთ სხვის მაგალითზე იარონ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ რუსეთს დროებითი ზავი არ სჭირდება, რუსეთს გრძელვადიანი მშვიდობა სჭირდება.
"ჩვენ ღია ვართ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგისთვის, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ეს ყველაზე მთავარია.
რაც შეეხება თვითონ კონფლიქტის მოგვარებას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მისი მიზანია არა მოკლევადიანი ზავი, არც რაიმე შესვენება და ძალების გადაჯგუფება-გადაიარაღება კონფლიქტის გაგრძელების მიზნით, არამედ გრძელვადიანი მშვიდობა ამ რეგიონში მცხოვრები ყველა ერის კანონიერი ინტერესების დასაცავად, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ რუსეთის, რუსი ხალხის ინტერესებისთვის.
აი ,რა არის, ფაქტობრივად, ჩვენი სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარების მიზანი და არსი", — აცხადებდა პუტინი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მხარეების მეორე შეხვედრა გაიმართა. სადაც უკრაინამ გამოთქვა მზაობა, მოაწეროს ხელი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
მხარეების მიერ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ დაუყოვნებლივ მოხსნის პაუზას უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ მიმართულებით სრულყოფილ თანამშრომლობას განაგრძობს.
დელეგაციებმა განიხილეს ჰუმანიტარული საკითხებიც, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ტყვეთა გაცვლისა და გატაცებული უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნების საკითხები.
ორივე დელეგაცია თანახმაა, დაასახელოს მოლაპარაკებაში ჩართული გუნდები და დაიწყოს მუშაობა მშვიდობაზე, რომელიც უკრაინას ხანგრძლივ უსაფრთხოებას მოუტანს. შეერთებული შტატები რუსეთის წარმომადგენლებთან კონკრეტული შეთავაზებების განსახილველად მზადაა. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ პროცესში ევროპელი პარტნიორებიც უნდა იყონ ჩართული.
ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას უკრაინის კრიტიკული მინერალების რესურსების განვითარების შესახებ, აშშ-ის პარტნიორობით ქვეყნის ეკონომიკის გასაფართოებლად და უკრაინის ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
ამავე თემაზე:
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები