5 გამორჩეული ბრენდი VELI.store-ზე ქართველი ქალი მეწარმეებისგან
ფოტო: ველი სთორი
ქალი მეწარმეების მხარდაჭერა სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველი ქალების მიერ შექმნილი პროდუქცია თანამედროვე ტენდენციებს, უნიკალურ დიზაინსა და მაღალ ხარისხს აერთიანებს. ხოლო, VELI.store-ისთვის ქართველი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია ქალებს ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.
მარტის თვეში, როდესაც განსაკუთრებით ბევრი საზეიმო დღეა, ველი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გთავაზობს ქალი მეწარმეების პროდუქციის აღმოსაჩენად. შეარჩიე საჩუქრად ქალი მეწარმეების პროდუქტები, რომლებიც შენს სოციალურ პასუხისმგებლობასა და მარტის თვეში ქალების მხარდაჭერას გაუსვამს ხაზს.
აღმოაჩინე გამორჩეული დიზაინის ნივთები ქართველი ქალი მეწარმეებისგან:
Reflect Love – ქართული ბრენდია, რომელიც სიყვარულით ქმნის გამორჩეულ დეკორს შენი ინტერიერისთვის. ეს ბრენდი ახლახანს ჩამოყალიბდა და მის მთავარი შთაგონება ის არის, რომ შენი სივრცე აქციოს მიმზიდველ, სასიამოვნო გარემოდ, სადაც თითოეული დეტალი ინდივიდუალიზმს გამოხატავს.
ფოტო: ველი სთორი — Reflect Love
ბრენდის სახელწოდება წარმოიშვა იმ უნიკალური სარკეების წარმოებიდან, რომლებიც გამორჩეული დიზაინით ხასიათდება. დღეს Reflect Love გთავაზობს როგორც ფიგურიან სარკეებს, ასევე, ფერად ჩარჩოში მოთავსებულ კედლის პოსტერებს. ბრენდი მუდმივად მუშაობს, რომ ფაქიზად შერჩეული ფერებით, თანამედროვეობისა და ვინტაჟის შერწყმით, სიმყუდროვე შემოიტანოს შენს სივრცეში.
კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც უნდა გაიცნო, არის ციმციმი. ის საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის, ხელნაკეთ, სოიას ცვილის სანთლებს აერთიანებს. ბრენდის სანთლები მზადდება 100% ნატურალური სოიას ცვილის, ეკო-მეგობრული ხის ფითილების, პრემიუმ სურნელოვანი ზეთებისა და ბუნებრივი კვარცის ქვებისგან.
ფოტო: ველი სთორი - ციმციმი
თითოეული სანთელი ხელით არის ჩამოსხმული ქილაში და აქვს მდგრადი, სასიამოვნო არომატი. ბრენდის პროდუქცია მრავალფეროვანი სურნელებითა და დიზაინით გამოირჩევა, შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს უნიკალურ და მაღალი ხარისხის ადგილობრივ პროდუქტებს.
ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია აღმოაჩინო ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი – რტო. ის ქართული სამაგიდო თამაშების მწარმოებელია, რომელიც 2024 წელს "იგრიკას" თანადამფუძნებელმა, ბაია ლომსაძემ დააარსა. ბრენდის მისიაა, ქართული კულტურა ადრეული ასაკიდან ხალისით გააცნოს და შეაყვაროს ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ფოტო: ველი სთორი — რტო
Agatha ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლის მაისში გამოჩნდა. ის მინიმალისტური სტილის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ქმნის. ბრენდის შთაგონება ცნობილი არტისტების ნამუშევრებია. სწორედ, ეს კონცეფცია გახდა იმის მიზეზი, რომ პანდემიაში დაბადებულმა ბრენდმა მოახერხა ლოიალური მომხმარებლის შეძენა.
ფოტო: ველი სთორი - Agatha
სოფიოსი ქართული ტიპოგრაფიული ბრენდია. მთავარი მისია მსოფლიოსთვის ქართული დამწერლობის გაცნობა და ქართული სიტყვების შინაარსისა და გამოთქმის გაზიარებაა. ამისთვის იქმნება ტიპოგრაფიის გარშემო მბრუნავი სამოსი და აქსესუარები, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგანი ხდება და კიდევ უფრო გვაახლოებს ქართულ პროდუქციასთან.
ფოტო: ველი სთორი - Sophioc
ბრენდის ყველა კოლექცია უნიკალურია და იქმნება ქართული სიტყვებისა და მათი შინაარსის ინსპირაციით. პროდუქტები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მასალითა და დამზადების ტექნიკით. ყველაფერი იბადება საქართველოში. Magic Boomerang – ასე ჰქვია მიმდინარე კოლექციას, რომელიც შემდეგ იდეას ეფუძნება: „რასაცა გავცემთ ჩვენია, რაც არა – დაკარგულია“. ის მოიცავს 3 სიტყვას: Thank you [Madloba] მადლობა, I'm Sorry [Mapatie] მაპატიე, I Love You [Miq'varkhar] მიყვარხარ.
შეარჩიე ველიზე ქართველი ქალი მეწარმეების პროდუქცია და აღნიშნე მარტის დღესასწაულები ქართველი ქალების გაძლიერებით. ამასთანავე, ველის ციფრულ თაროებზე შერჩეული ნებისმიერი ნივთი შეგიძლია, ონლაინ შეფუთო, მისალოც ბარათზე შენი სურვილები ონლაინ დაწერო და ადრესატს საქართველოს ნებისმიერ მისამართზე უფასოდ გაუგზავნო.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კომენტარები