6 მარტს, პროფესორი ზაალ ჩხეიძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს
ფოტო: საინტერესო ადამიანები
გუშინ, 6 მარტს პროფესორი ზაალ ჩხეიძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან გაჩერებაზე იდგა, წიგნს კითხულობდა, როცა 3 უცნობი, აქედან ერთი ნიღბიანი მიუახლოვდა და სთხოვეს გაჰყოლოდა. ზაალ ჩხეიძე დაკავებიდან 2 საათში 2 საჯარიმო ქვითრით გაათავისუფლეს.
"წუხელ დამაკავეს.
აქციაზე გუშინ გვიან მივედი, ლექციები 9 საათზე დავასრულე. "აგვისტოს ნათელის" პირველ თავს განვიხილავდით, ლექცია გამოვიდა და ვინც ამ ლექციაზე ყოფილა, ყველამ იცის, რამდენად სასიამოვნოა. აქციაზე ვიყავი ბოლომდე, 11:16-ზე პოლიციამ მოგვიწოდა დავშლილიყავით და დავიშალეთ. წამოვედი ფეხით, როგორც ხშირად და ოპერის წინ, რადგან 11 წუთი ეწერა ავტობუსის მოსვლას, გავჩერდი და დაველოდე, ვკითხულობდი წიგნს. ჩემმა სტუდენტებმა და მეგობრებმა იციან წიგნის კითხვის მიმართ ჩემი აკვიატებული დამოკიდებულება, აქციებზე თან მაქვს ხოლმე რომელიმე წიგნი, გზაში ვკითხულობ, ძალიან შველის ნერვებს. ამჯერად ვკითხულობდი დიდებული ავტორის Noel Riley Fitch-ის კეთილ და ლამაზ წიგნს Sylvia Beach and the Lost Generation.
ის იყო დავასრულე ეპიზოდი სილვია ბიჩის, ადრიან მონიეს, ვალერი ლარბოსა და ლეონ-პოლ ფარგის მეგობრობის შესახებ, რომ ჩემ გვერდით, რუსთაველზე, გაჩერდა დაბურულშუშებიანი მანქანა, უნდა ვაღიარო, მანქანა მხოლოდ მას შემდეგ შევამჩნიე, როცა სამი კაცი მოვიდა, ერთ-ერთი ნიღბიანი. ერთმა საბუთი მაჩვენა და ზრდილობიანი, თუმცა მტკიცე ხმით, მითხრა, უნდა გამოგვყვეთ. ყველაფერი ცხადი იყო. ყოველგვარი ახსნა-განმარტების, უფლებების გაცნობის ან დარეკვის უფლების გარეშე ჩავსხედით მანქანაში და ხმის ამოუღებლად ვიმგზავრეთ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებამდე. გადმოსულები ავედით განყოფილებაში, კიბეებზე ნიღბიანს არცთუ თავდაჯერებულად, თუმცა ღონივრად ჰქონდა მკლავში ჩემთვის ხელი ჩავლებული.
აქამდეც და ამის შემდეგაც ყველაფერი ხდებოდა ორივე მხრიდან ძალიან თავაზიანად (მე ზემოიმერელი ვარ, მოგეხსენებათ, და თავაზიანობა გულს მიჩუყებს), თქვენობით, მობრძანდით, დაბრძანდით. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ეს ადამიანები არკვევდნენ, ვინ ვიყავი, გადამიღეს სურათები, ელაპარაკებოდნენ გვერდზე ოთახში ტელეფონით სხვა ადამიანებს, მოახსენეს, ვინ დააკავეს (ამბობს, რომ პროფესორი ვარ). არკვევდნენ, რა უნდა ჩაეწერათ, რომელი ჯარიმა უნდა გამოეწერათ. სამწუხაროდ, მიუხედავად, ჩემი რამდენიმეგზის თხოვნისა, რომ მოეცათ უფლება, დამერეკა (სახლში ან ადვოკატთან), ეს უფლება არ მიმიღია, არ მომცეს უფლება არც შემომავალ ზარებზე მეპასუხა. პირველი პასუხი შედარებით ხისტი იყო, როცა დრო იქნება, მოგცემთ. სხვები უფრო მორიდებული: ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ათ წუთში გაგიშვებთ.
საბოლოოდ, არასრულ ორ საათში გამათავისუფლეს, უკან ისევ იმ ახალგაზრდამ გამომაცილა, დაკავებისას ნიღაბი რომ ეკეთა, ამჯერად უკვე უნიღბოდ იყო, ჯერ კიდევ ოთახში მალევე მიუთითეს, მოიხსენი, რატომღა გიკეთიაო. კარი გამიღო და კარგად ბრძანდებოდეთო მითხრა, მეც, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, არ დავიხიე უკან.
ასე დავშორდით ერთმანეთს, შეხვედრასთან შედარებით გაცილებით მშვიდად და თავაზიანად, ორი საჯარიმო ქვითრით და კეთილი სურვილებით. ჰო, დამავიწყდა, ნივთმტკიცებად ქართულმა პოლიციამ დაიტოვა ჩემი საყვარელი ლურჯი კაშნი. რაც მართალია, მართალია, კაშნის დაბრუნებას დამპირდნენ.
ჰოდა, რატომ ვწერ ახლა ამას. ამის შემდეგ იცოდეთ, რომ რუსთაველის გამზირზე ოპერის წინ წიგნს თუ კითხულობთ, მით უფრო პარიზზე და ევროპაზე, შეიძლება დაგაკავონ, დაგაჯარიმონ და თქვენი ლურჯი კაშნი ჩამოგართვან ნივთმტკიცებად.
დღეს ისევ გვიან ვიქნები აქციაზე, ახლა ლექციებზე მივდივარ, ბევრი მაქვს, აქედან ოთხში "პატრიარქის შემოდგომაზე" უნდა ვილაპარაკოთ.
თქვენ დაგექცათ ოლიგარქია!
ამის შემდეგ იცოდეთ, რომ რუსთაველის გამზირზე ოპერის წინ წიგნს თუ კითხულობთ, მით უფრო პარიზზე და ევროპაზე, შეიძლება დაგაკავონ, დაგაჯარიმონ და თქვენი ლურჯი კაშნი ჩამოგართვან ნივთმტკიცებად.
დღეს ისევ გვიან ვიქნები აქციაზე", — წერს ზაალ ჩხეიძე.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები