16 და 17 სექტემბერს Black Sea Arena-ზე ელტონ ჯონის კონცერტებია დაგეგმილი.

თუმცა ცოტა ხნის წინ SOLO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯონის გიტარისტმა ხელზე სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი სარეაბილიტაციო კურსს გადის, რის გამოც არსებობს შანსი, რომ კონცერტების ჩატარების თარიღი შეიცვალოს.

"მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს ალბათობა, რომ Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტების თარიღები შეიცვალოს და მაქსიმუმ 3 კვირით გადაიდოს.", წერია განცხდებაში.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოს 2017 წლის ტურნეს - Wonderful Crazy Night Tour-ის ფარგლებში ეწვევა.