ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა დაადასტურა, რომ ვიდეოში, რომელშიც კაცი პოლიციელს უპირისპირდება, მისი შვილი ფიგურირებს
29 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერმა სერგეი მენიაილომ დაადასტურა, რომ მისი შვილი (სერგეი მენიაილო უმცროსი) ფიგურირებდა გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ახალგაზრდა პოლიციის ოფიცერს უპირისპირდება.
ვიდეოში მენიაილოს შვილი ემუქრება პოლიციელს და ამბობს, რომ მამამისი რესპუბლიკის მეთაურია. ახალგაზრდა ახსენებს იმასაც, რომ მისი ძმა რუსეთის ფედერალურ სამსახურში (FSB) მუშაობს და პოლიციის ოფიცერს ადგილზე განადგურებით ემუქრება.
ვიდეოში მენიაილოს შვილი და რძალი აგრძელებენ ოფიცრის დამცირებას და მის მითითებებს არ ემორჩილებიან. რესპუბლიკის მოსახლეობაში ჩანაწერის ვირუსულად გავრცელებამ უკმაყოფილება გამოიწვია — მოქალაქეები საგზაო წესების დარღვევის სასჯელისგან კავშირების დახმარებით თავის არიდებას აკრიტიკებენ.
მოსახლეობის ნაწილი დასცინის მენიაილოს ვაჟს ავტომობილის უკანა სავარძელზე ჯდომისთვის, როცა მას ცოლი მართავს.
თავად სერგეი მენიაილომ პირად ტელეგრამ არხზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აღიარებს, რომ ასეთი ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ და ახლა მხოლოდ იმიტომ გავრცელდა, რომ "გარკვეულ პირებს ამით სარგებლის მიღება სურთ".
მენიაილომ განაცხადა ისიც, რომ ინციდენტი ადგილზე მოგვარდა და ადგილი არ ჰქონია პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ შურისძიებას. ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა დაამატა ისიც, რომ კადრები ისეა დამონტაჟებული, რომ მისი შვილი და რძალი უარყოფითი კუთხით აჩვენოს.
ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერის სიტყვებს ადასტურებს მისი რძლის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ ვიდეო შეცდომაში შემყვანადაა დამონტაჟებული და მისი ქმარი კომენტარს ვერ გააკეთებს არმიაში მისი პოზიციის გამო.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პარალელურად, გადმოცემის თანახმად, მენიაილო ჩავიდა უკრაინაში, დაუზუსტებელ ადგილას, რათა ომში ჩართული ოსი ჯარისკაცებისთვის "მხარი დაეჭირა". ვიდეოში, რომლის ლოკაციის ავთენტურობაშიც ბევრმა ეჭვი შეიტანა, ისმის ჯარისკაცის ხმა, რომელიც ამბობს, რომ მენიაილოს ვაჟი ფრონტზე იბრძვის. ამ ინფორმაციის შემოწმება და დადასტურება შეუძლებელია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
კომენტარები