ვლადიმერ ბოჟაძე

29 Jan. 2025, 14:29

მე ქალბატონ მზიას მინდა ვურჩიო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მას ჰყავს ადვოკატები და შეუძლია დაიცვას საკუთარი სიმართლე. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას სოლიდარობასთან მიმართებაში, ცოტა გაუგებარია. ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას თუ რას ნიშნავს ეს, ნამდვილად არ ვიცი. ჩვენ არ გაგვიკეთებია არც ერთ განცხადება, როცა პოლიციელების წინააღმდეგ იყვნენ დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები, ახლახან გერმანიის მოქალაქეები და ა.შ. პოლიცია წარმოადგენს სახელმწიფოს.

ყველა ქვეყანაში პოლიცია არის ხელშეუხებელი, მათ შორის, ამერიკაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ევროკავშირმა ეს ძალიან კარგად იცის, თუმცა ის ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, დაძაბულობა, სამწუხაროდ, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსებითაც, ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არ არის მისასალმებელი. ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი პრინციპი. ყველა მოქალაქე არის კანონის წინაშე დაცული. ასევე, ქალბატონ მზიას პენიტენციურ სისტემაში აქვს მკურნალობის და ნორმალური პირობების საშუალება და ამაზე გაკეთდა უკვე განცხადებები. ასევე, მას აქვს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და უფლებები, მათ შორის, სასამართლოში.

თქვა ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

"ვუცხადებთ სოლიდარობას მზია ამაღლობელს". - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი…