საია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა.
მათი თქმით, გარდა აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობისა, დღევანდელ სხდომაზე საგანგაშო იყო ბრალდებულთა დაცვის უფლების უხეში უგულვებელყოფა, რაც, საიას შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს;
2025 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების კონტექსტში დაკავებული 8 ბრალდებულის, მათ შორის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვო კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის და ინსაფ ალიევის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. მოსამართლემ კვლავ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა პირები.
გარდა აღკვეთის ღონისძიების დაუსაბუთებლობისა, დღევანდელ სხდომაზე საგანგაშო იყო ბრალდებულთა დაცვის უფლების უხეში უგულვებელყოფა, რაც, საიას შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს; და დამატებით, პრობლემური იყო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვა იმავე მოსამართლის მიერ.
ქვემოთ გამოყოფილია დღევანდელი სხდომის საკვანძო ეპიზოდები (დამატებით აღვნიშნავთ, რომ საია პირველი წარდგენის სხდომაზეც ხსენებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას აფასებდა და აღნიშნავდა, რომ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.1 ვინაიდან სასამართლო პროცესზე უზრუნველყოფილი არ იყო საქმის ირგვლივ ჯეროვანი განხილვა, საია დამატებით შეისწავლის პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე განჩინებას და აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკე შეფასებასაც გააკეთებს):
დაცვის უფლების დარღვევა - სასამართლო პროცესზე არ იყო უზრუნველყოფილი საქმის ზეპირი განხილვისთვის საჭირო ლოჯისტიკური გარანტიები, რამაც, შემდგომში გამოიწვია სამართლიანი სასამართლოს უფლების მატერიალურად დარღვევაც, და, ბრალდებულებს წაართვა დაცვის უფლება. აღნიშნული გამოიხატა შემდეგ ეპიზოდებში:
მცირე სივრცე ეფექტიანი და პრაქტიკული კომუნიკაციის გამოწვევებს ქმნიდა ბრალდებულებსა და ადვოკატებს შორის - ბრალდებულთა მაღალი რიცხვის (8 პირი), მათი ადვოკატების რაოდენობის, მაღალი საჯარო ინტერესის და პროცესზე დასწრების მსურველთა (მათ შორის, ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და ნათესავების, რომელთა ნაწილმაც ვერ მოახერხა დარბაზში შემოსვლა) დიდი რაოდენობის მიუხედავად, სასამართლომ არ უზრუნველყო სხდომის ყველაზე დიდ დარბაზში ჩატარება, რომელიც სხდომის გამართვის დროისთვის თავისუფალი იყო და სასამართლოსთვის აღნიშნული წინასწარ განჭვრეტადი იყო. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობის შემდგომაც არ შეცვალა დარბაზი და სხდომა კვლავ შედარებით მცირე ზომის დარბაზში დატოვა, რაც ბრალდებულებსა და ადვოკატებს შორის კომუნიკაციას ართულებდა.
მცირე სივრცე ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, და, შესაბამისად, მათ პროცესში ჯეროვან მონაწილეობას რეალური რისკის ქვეშ აყენებდა - სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანის ყოფნისა და მცირე სივრცის გამო, ირაკლი მიმინოშვილი ცუდად გახდა (უჩიოდა უჰაერობას), რაც დამატებით პრობლემურ გარემოებას ქმნიდა, ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის კომუნიკაციის თვალსაზრისით.
სხვა ტექნიკური გამოწვევები: თავდაპირველად ადვოკატებისთვის არ იყო საკმარისი სივრცე, რის გამოც 11 ადვოკატს ერთ მაგიდასთან განთავსება უწევდა. მოგვიანებით, მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ მაგიდა დაამატა.
მოსამართლემ, ნაცვლად იმისა, გადაეტანა სხდომა შედარებით დიდ დარბაზში, ადვოკატებისა და ბრალდებულების მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემდეგ დარბაზის დატოვების საპასუხოდ, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩართო, რითაც ბრალდებულები დააყენა არჩევანის წინაშე: სასამართლო დარბაზში წარმოდგენილი ყოფილიყო მათი ადვოკატი (მიუხედავად ზემოაღნიშნული კომუნიკაციური გამოწვევებისა);
ან, მათ ინტერესებს სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავდა, რომელთანაც მანამდე მათ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
აღნიშნული რეჟიმი ულტიმატუმის ხასიათს ატარებდა, რადგან სასამართლომ სრულად უგულვებელყო ის ობიექტური რეალობა, რომელზეც დაცვის მხარე აპელირებდა დაცვის უფლების არაჯეროვანი განხორციელების გამო.
საიას მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა სასამართლოს მხრიდან იყო ბრალდებულის უფლების განზრახი უგულვებელყოფა, დაცული ყოფილიყო მის მიერ არჩეული ადვოკატის მიერ.
აღსანიშნავია, რომ საქმეში შემდგომ ჩართული საზოგადოებრივი ადვოკატებიც უთითებდნენ იმავე გამოწვევებზე, რაც კერძო ადვოაკტებს ჰქონდათ ნახსენები დაცვის უფლების თვალსაზრისით, და, ასევე, უთითებდნენ, რომ არ იცოდნენ ბრალდებულთა პოზიცია, ვინაიდან სხდომაზე ამ დროისთვის აღარც ერთი ბრალდებული აღარ იმყოფებოდა.
განჩინების გადასინჯვა იმავე მოსამართლის მიერ და ორმაგი სასამართლო კონტროლის არარსებობა - საქმე იმავე მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა, და საკუთარ გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა. შესაბამისად, კრიტიკას იმსახურებს ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით იმ მნიშვნელობის პროცესზე, რომელიც უკავშირდება პირების სისხლის სამართლის წესით დაკავებას მათ მიერ სამოქალაქო უფლებების რეალიზების კონტექსტში, უზრუნველყოფილი არ ყოფილა სასამართლოს მხრიდან აღკვეთის ღონისძიების ორმაგი შემოწმების შესაძლებლოა სხვა მოსამართლის ჩართულობით.
შეჯამება
სასამართლო პროცესის ორგანიზაცია და სამართლებრივი სირთულეები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა გადამწყვეტია, და ეს კომუნიკაცია უნდა იყოს ეფექტიანი და პრაქტიკული.
საიას შეფასებით, სასამართლოს უნდა შეექმნა შესაბამისი პირობები, საქმის განხილვისისთვის, სადაც ბრალდებულებს ექნებოდათ განცდა, რომ იყვნენ დაცულნი საკუთარი ადვოკატების მიერ, და, შესაბამისად, ჰქონდათ უსაფრთხო გარემო, რომელიც უზრუნველყოფდა მათ ჯეროვან მონაწილეობას პროცესში.
2025 წლის 11 იანვრის პროცესის დარღვევები თავისი მასშტაბით უტოლდება სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი გარანტიების დარღვევას, როგორიცაა დაცვის უფლება, რაც, თავის მხრივ, არის საფუძველი მტკიცებისა, რომ სამართალწარმოება სამართლიანი არ იყო, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები ადამიანის უფლებების სფეროში", — ნათქვამია საის განცხადებაში.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები