სოფიო გოგლიჩიძე

11 Jan. 2025, 19:58

დაცვის მხარეს არ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, მოგვესმინა ბრალდებულების პოზიციები, ვინაიდან ისინი უკვე წაყვანილები იყვნენ საბადრაგო სამსახურის მიერ დაწესებულებაში.

გიორგი გორგაძის პოზიცია არ ვიცოდი, ჯავახიშვილს ვიცავდი, თუმცა მასთანაც არ მომეცა გასაუბრების შესაძლებლობა იმის შესახებ, რა მოთხოვნა და პოზიცია ჰქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დაცვის მხარე დღეს ეს შესაძლებლობა მოესპო.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მოკლედ განაცხადა, რომ აკმაყოფილებდა ბრალდების შუამდგომლობას და ძალაში დატოვა პატიმრობა.

ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი საქმეში არც ჯავახიშვილთან და არც გიორგაძესთან მიმართებით. მხოლოდ არის ექსპერტიზის დასკვნები. სახეზე არცერთი ჩანს და რაზე დაყრდნობით მიიღო ექსპერტიზამ გადაწყვეტილება. სასამართლოც ამაზე დაყრდნობით აპელირებს, რომ ეს იყო თუნდაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, დღემდე გამოძიებას ახალი მტკიცებულება მოპოვებული არ აქვს საქმეში. დღესაც ვერ წარმოადგინა. ასე რომ, საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო

ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულების, გიორგი გიორგაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით" — დირექტორი 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებაზე

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განმარტება სკოლის დირექტორმა შორენა ბუნტურმა გააკეთა.…