ირაკლი კობახიძე

28 Nov. 2024, 10:21

"იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რომლებიც სავალდებულო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, რაც არის რა თქმა უნდა, ჯანსაღი მოთხოვნა - შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, ბუნებრივია, შემდეგ, გამოცდაზე ამის ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ.

შესაბამისად, გავითვალისწინეთ მოსწავლეების მოთხოვნები, მხედველობაში მივიღეთ და არასავალდებულო აღარ იქნა შეტანილი პროგრამაშ და მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები სახელმძღვანელოებიდან, რომელიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი.

მე გადავავლე თვალი, მაგალითად ლიტერატურის ჩამონათვალს, რომელიც არ შედის სავალდებულო პროგრამაში და ეს არის, უბრალოდ გამაოგნებელი - არ შეიძლება ის ნაწარმოებები, აქ არის საუბარი ქართულ პროზასა და ქართულ პოეზიაზე, უბრალოდ არ შეიძლება ეს ნაწარმოებები არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში.

ეს არის ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობა რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ არ არის სათანადოდ მოვლილი, რასაც რა თქმა უნდა, უნდა მივხედოთ"

თქვა ირაკლი კობახიძემ, გადაცემა იმედი Live-ის ეთერში

2024 წლის საგამოცდო პროგრამასთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან ამოღებულია მრავალი ნაწარმოები - მათ შორის, სრულად ამოი=ღებულია რამდენიმე მწერლის (ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის) ნაწარმოებები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ახლა უკვე…