მაისის სტუდენტური მოძრაობა: გადადგეს რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
მაისის სტუდენტური მოძრაობა მიმართვას ავრცელებს 19 ნოემბერს თსუ-ს მიმდებარედ მშვიდობიანი აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
დღეს დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად!
მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს.
ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილეგია აქვს ბოძებული მისივე პატრონი მმართველი პარტიისგან. ეს პრივილეგია უნივერსიტეტის შიდა საქმეებით და ბიუროკრატობით შემოიფარგლება, სხვა შემთხვევაში ის ასე ასრულებს ყველაფერს, რასაც მმართველი კლასი ჩასძახებს. ლოგიკურია, სამუშია მისთვის გადმოგდებულ ულუფას, რექტორის სავარძელს კბილებით იცავს. უნივერსიტეტის კარი ღიაა, როგორც ხალხის მძარცველი კომპანიებისთვის, ბანკებისთვის (უნივერსიტეტის შენობაც შეიძლება მათ რეკლამის
ადგილად იქცეს), ასევე პოლიციური რეჟიმისთვის, პოლიციელებისთვის, რობოკოპებისთვის, თუნდაც ეს მისი სტუდენტების დარბევას და დაშინებას გულისხმობდეს.
ჯაბა სამუშია ბიზნეს და პოლიტიკური კლასის მსახურია, რომელიც ბეჯითი ხელის ბიჭის ერთგულებით შეასრულებს ყველა დავალებას. მისი მოქმედებები აზიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან ტრადიციას და ივიწყებს უნივერიტეტისა და აკადემიური საზოგადოების ღირსებას.
დღეს საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია და რექტორატი არ წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან რეტროგრადი ბიუროკრატები ვერასდროს გამოხატავენ ჩვენ პოზიციას. ამიტომაც სტუდენტებიცა და პროფესორებიც, უნივერსიტეტის ღირსეული პერსონალი თანხლებით, უნდა გავემიჯნოთ და დავუპირისპირდეთ პოლიციურ ძალმომრეობას უნივერსიტეტსა და ქვეყანში.
დღეს დილით განვითარებული მოვლენების გარდა ჩვენ კარგად გვახსოვს, რაც აქამდე მომხდარა Სამუშიასა და არსებული ადმინისტრაციის პირობებში; 2024 წლის იანვარში, როცა "მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა გამოსახლების პოლიტიკის შეჩერებისა და ჩვენი თანამებრძოლებით გათავისუფლების მოტივით, ისინი აკადემიის კედლებში პოლიციის შემოყვანითა და "კანონის წინაშე პასუხისგებით" გვემუქრებოდნენ.
გვახსოვს მარტის აქციების დროს ბაგების საერთო საცხოვრებელში შესული პოლიცია, რომელიც რეიდებს ატარებდა აქციებში ჩართული სტუდენტების დასაშინებლად. მაგრამ გვახსოვს 2022 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტის დროს შენობაში შემოსული პოლიციელებიც, რომლებსაც მალევე უკან გაბრუნება მოუწიათ სტუდენტების მხრიდან შეგებებული მკაცრი პასუხის გამო.
Ჩვენ გვაქვს გამოცდილებები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება ხალხისა და აკადემიური საზოგადოების მკაფიო პოზიციების გარეშე. დამრბევებს, რეიდების და სადამსჯელო მისიების მომწყობებს უნივერსიტეტსა და ჩვენს სახელმწიფოში არაფერი ესაქმებათ! ასევე უნივერსიტეტში არ არის ადგილი ქვეყნის მძარცველი კომპანიებისთვის და მისი მსახური ბიუროკრატებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორებად გვევლინებიან!
დღევანდელი შემთხვევა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადადგეს!," — ვკითხულობთ მოძრაობის განცხადებაში.
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
კომენტარები