გაბრიელიუს ლანდსბერგისი

18 Nov. 2024, 14:40

"პირველი, ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მეორე — ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. იმისთვის, რომ ქვეყნებმა ვიცოდეთ, როგორ უნდა განვსაზღვროთ არჩევნები, რა გზაზე აყენებს ის საქართველოს. ჩვენთვის საჭიროა, გვქონდეს მკაფიო პასუხები, რეალურად გავიგოთ, რა მოხდა — ამისთვის გვჭირდება გამოძიება.

თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუ უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც რაღაცას ამბობს. თუ მათ არ სურთ, ვიცოდეთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა, სინამდვილეში ასე არაა. იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია, მათ შორის, სანქციებიც რთული იქბება. არ არსებობს ამისკენ ადვილი გზა. ევროპამ თავის თავს უნდა ჰკითხოს — ხომ არ მოვახდინეთ საკუთარი თავის იზოლაცია, რატომ არ შეგვიძლია, ვიპოვოთ გამოსავალი საქართველოსთვის."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო…