პოლკოვნიკ ოსორაულის ბედი ისევ გაურკვეველია
ფოტო: ამერიკის ხმა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ), საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავის, თადარიგის პოლკოვნიკის, იოსებ ოსორაულის დატყვევებიდან 208 დღე გავიდა.
17 აგვისტოს ქართველი მფრინავის დაბადების დღე იყო, თუმცა უცნობია, ოსორაულს 42 წელი შეუსრულდა თუ… შეუსრულდებოდა. მთავარ კითხვაზე - ცოცხალია თუ არა ქართველი პოლკოვნიკი, დადასტურებული პასუხი ისევ არ არსებობს.
ოსორაული ტყვედ 2017 წლის 27 იანვარს კდრ-ის მეამბოხეთა მოძრაობა "23 მარტის" (M23) მებრძოლებს ჩაუვარდა ხელში. მეამბოხეთა "პრეზიდენტი" ბერტანდ ბისიმვა, რომელიც მეოთხე წლია მეზობელ უგანდას აფარებს თავს, ამტკიცებს, რომ პოლკოვნიკი გარდაცვლილია.
ბისიმვას განცხადებით, "23 მარტი" მზად იყო ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე გადაეცა, ერთადერთი პირობით, რომ ოფიციალური თბილისი საკუთარ მოქალაქეებს, ყოფილ სამხედროებს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს აუკრძალავდა, თუმცა, ამის გაკეთება არ დასცალდა.
მეამბოხეთა ლიდერი ამბობს, რომ 2017 წლის 13 მაისს კონგოს სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეების იმ რაზმს შორის, რომელსაც ქართველი პოლკოვნიკი დატყვევებული ჰყავდა შეტაკება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, იოსებ ოსორაულიც დაიღუპა. ანალოგიურ ინფორმაციას ფლობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს მისიაც.
საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც აფრიკულ წყაროებზე დაყრდნობით, პოლკოვნიკი ოსორაული გარდაცვლილად ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, სიტუაციის საბოლოო გარკვევამდე (შესაძლო, სამარხის აღმოჩენამდე) ცდილობს შეფასებებში კატეგორიული აღარ იყოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი კერძოდ ამბობს:
ყოველდღიური, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, კინშასაში გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან. ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ იოსებ ოსორაულის ბედი საბოლოოდ გაირკვეს
"საელჩო საგარეო საქმეთა მინისტრის უშუალო დავალებით, აქტიურ ძალისხმევას აგრძელებს, რათა საბოლოოდ გაირკვეს ჩვენი თანამემამულის ბედი.
ყოველდღიური, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, კინშასაში გაეროს სტაბილიზაციის მისიასთან და წითელი ჯვრის კომიტეტთან. ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ იოსებ ოსორაულის ბედი საბოლოოდ გაირკვეს."
კდრ-ის შეირაღებული ძალების სამხედრო შვეულმფრენი MI-24 (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 12), რომელსაც აფრიკის ამ ქვეყანაში კონტრაქტით მომუშავე იოსებ ოსორაული მართავდა, 2017 წლის 27 იანვარს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მთიან მასივში ჩამოვარდა.
იმავე დღეს, იმავე ტერიტორიაზე, კატასტროფა მეორე MI-24-მაც (რეგისტრაციის ნომერი 9T-HM 11) განიცადა, რომლიც პილოტიც ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მფრინავი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი იყო.
ორივე სამხედრო ვეტმფრენის ამოცანა, რომლებიც ქალაქ გომას აეროდრომიდან აფრინდნენ, მეზობელი უგანდიდან კდრ-ის საზღვრებში შემოღწეული "23 მარტის მოძრაობის" მეამბოხეთა რაზმის აღმოჩენა და განადგურება იყო.
ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი და იოსებ ოსორაული კონგოს არმიის MI-24V-თან გომას აეროპორტში
ფოტო: ამერიკის ხმა
კდრ-ის თავდაცვის სამინისტრო თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ ორივე ვერტმფრენმა კატასტროფა "უამინდობის გამო" განიცადა, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ კონგოს არმიის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო შვეულმფრენები "23 მარტის" მეამბოხეებმა ჩამოაგდეს.
2017 წლის 27 იანვარს, ავიაკატასტროფის შეედეგად, დაშავებული მფრინავის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვის და კიდევ რამდენიმე კონგოელი სამხედროს ევაკუაცია ადგილიდან დროულად მოხდა, ადგილზე დაიღუპა ერთი კონგოელი პოლკოვნიკი, იოსებ ოსორაული კი მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს.
თებერვალსა და მარტში, დატყვევებულ ქართველ პოლკოვნიკს აფრიკიდან საქართველოში, ოჯახში დარეკვის საშუალება რამდენჯერმე მისცეს. იმავე პერიოდში, ოსორაულებმა კონგოდან ქართველი მფრინავის ტყვეობის ამსახველი რამდენიმე ფოტო და ვიდეოც მიიღეს, იყო საუბარი გამოსასყიდზე - მილიონ დოლარსა და სხვა მოთხოვნებზე, მაისში კი კავშირი საბოლოოდ გაწყდა.
"23 მარტის" მოძრაობის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, ოსორაულების ოჯახი და თანამებრძოლების დიდი ნაწილი, ამ დრომდე, კატეგორიულად არ ენდობა კონგოდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იოსებ ოსორაული ცოცხალი აღარ არის.
ბერტანდ ბისიმვას ინფორმაციას უარყოფენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც, თუ რა ფაქტებს ეყრდნობიან, ამაზე კომენტარის გაკეთება მათ არ სურთ. პოლკოვნიკის ნათესავი ქვემო ალვანელი გელა მოურავიძე ამბობს:
ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას, ასე მგონია რომ კონგოდან არასწორი მიაწოდეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მაგათაც გადაუმოწმებლად გაავრცელეს. ადგილზე კონგოში, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ სოსო ცოცხალია და უკვე რამდენიმე ადგილი შეუცვალეს, ამბობენ მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანესო
"ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას, მე ასე მგონია, რომ კონგოდან არასწორი მიაწოდეს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მაგათაც გადაუმოწმებლად გაავრცელეს.
ადგილზე კონგოში, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომ სოსო ცოცხალია და უკვე რამდენიმე ადგილი შეუცვალეს, ამბობენ მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანესო. ამიტომ ვითხოვთ, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინონ, სად და როგორ იმყოფება."
საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელი ადგილას არ გამოჩენილა, სასამართლოს შეუძლია ეს პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.
პირის გარდაცვლილად აღიარება ასევე სასამართლოს გზით ხდება, იმ შემთხვევაში თუ "პირი თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა და ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება";
ასევე, თუ "პირი უგზო–უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება."
სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით უგზო–უკვლოდ დაიკარგა, კანონის მიხედვით, "გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ საომარი მოქმედების დასრულების დღიდან ორი წლის შემდეგ".
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?


კომენტარები