ბსუ-ს სტუდენტების პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ილიაუნის, თსსუ-ს და ჯიპას სტუდენტები უერთდებიან
ბსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერას უცხებენ ილიაუნის, თსსუ-ს და ჯიპას სტუდენტები და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პროტესტს უერთდებიან.
თსსუ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ ბსუ-ს სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმისთვის და გმობენ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.
“თსსუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.
შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!
დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ! მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!
ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი!
ვიბრძვით თავისუფლებისთვის!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!," — ნათქვამია თსსუ-ს სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბსუ-ს მხარდამწერ პოსტს აქვეყნებს ჯიპას სტუდენტური მოძრაობაც, სადაც ვკითხულობთ, რომ აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი.
"ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას.
ვწუხვართ, რომ სტუდენტებს — დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო.
აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი. ამ ბრძოლაში თითოეული სტუდენტის ხმა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმელი სტუდენტების გამბედავი და სამართლიანი პროტესტი განაახლებს ახალგაზრდების შემართებას და საერთო ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ — ევროპულ გზას", — ნათქვამია ჯიპა-ს სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ბსუ-ს სტუდენტების პროტესტს უერთდება
- ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბსუ-ს სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტის შენობაში გაათევენ
დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტისადმი მოწოდებამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი გააღიზიანა და სტუდენტებს ჩივილით დაემუქრა.
ბსუ-ში სტუდენტების პროტესტი სტუდენტების პროტესტი მოძრაობა მარტიანელების და მოძრაობა პერსპექტივის ორგანიზებით დაიწყო.
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას ნათია მეზვრიშვილი: ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას
-
გადახედვაილიაუნის სტუდენტების ნაწილი ლექციებზე მყოფ სტუდენტებს მოუწოდებს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტს შემოუერთდნენ ილიაუნის სტუდენტების ნაწილი ლექციებზე მყოფ სტუდენტებს მოუწოდებს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტს შემოუერთდნენ
-
გადახედვამარია ანტუანეტას საბედისწერო ყელსაბამი აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა მარია ანტუანეტას საბედისწერო ყელსაბამი აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა
-
გადახედვა5 სიახლე, რომლებსაც წიგნის დღეებზე ყველაზე მეტად ველოდებით 5 სიახლე, რომლებსაც წიგნის დღეებზე ყველაზე მეტად ველოდებით
-
გადახედვაოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
-
გადახედვააზერბაიჯანელ ჟურნალისტებს COP29-ს აკრედიტაციაზე და ალიევებთან ინტერვიუზე უარი უთხრეს აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს COP29-ს აკრედიტაციაზე და ალიევებთან ინტერვიუზე უარი უთხრეს
-
გადახედვაოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პარლამენტის სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია იმართება ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ პარლამენტის სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია იმართება
-
გადახედვაამანდა საიფრედი — "ჰოლივუდიდან გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო" ამანდა საიფრედი — "ჰოლივუდიდან გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო"
-
გადახედვაილიაუნის პროფესორ ბიძინა კაპანაძის ნაშრომი ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნდა ილიაუნის პროფესორ ბიძინა კაპანაძის ნაშრომი ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში გამოქვეყნდა
-
გადახედვაშსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისს ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილე, ლევან სულაშვილი თბილისს ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურის მიერ დაყადაღებული და დალუქული აპარატები და დოკუმენტაცია არჩევნების გაყალბებას ადასტურებს მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურის მიერ დაყადაღებული და დალუქული აპარატები და დოკუმენტაცია არჩევნების გაყალბებას ადასტურებს
-
-
-
-
გადახედვადღეს 17:00-ზე "დაიტოვე" მსვლელობას გამართავს დღეს 17:00-ზე "დაიტოვე" მსვლელობას გამართავს
-
გადახედვაგარდაიცვალა "რა? სად? როდის?" მოაზროვნე ბესიკ ბუთურიშვილი გარდაიცვალა "რა? სად? როდის?" მოაზროვნე ბესიკ ბუთურიშვილი
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც 26 ადამიანს საზღვარგარეთ სწავლას დაჰპირდა და 36 000 ლარი გამოსძალა დააკავეს პირი, რომელიც 26 ადამიანს საზღვარგარეთ სწავლას დაჰპირდა და 36 000 ლარი გამოსძალა
-
გადახედვაასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება
-
-
გადახედვაბსუ-ს სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს ბსუ-ს სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს
-
გადახედვაარანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის — შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარის სახლთან აქციას ეხმაურება არანაირი აქტივიზმი ოჯახში მივარდნა არ არის — შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარის სახლთან აქციას ეხმაურება
კომენტარები