გახარია: ოცნებამ წინასაარჩევნოდ სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა აფხაზეთში რუსეთის ანექსიას
ფოტო: კადრი ვიდეოდან
გიორგი გახარია მმართველ გუნდს აფხაზეთში რუსეთის ანექსიის დაჩქარებისთვის სამართლებრივი და მორალური ბაზისის შექმნაში ადანაშაულებს. პარტია გახარია — საქართველოსთვის ლიდერი აცხადებს, ოცნება წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია, იმისთვის, რომ რუსეთთან ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს მიაღწიოს.
გახარია ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში კენჭი ეყრება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ე.წ საინვესტიციო ხელშეკრულებას, განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი.
"წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოცნებამ სამართლებრივი და მორალური ბაზისი შეუქმნა იმ ქმედებებს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დღეს ახორციელებს. პირველი, ეს იყო ბოდიში, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია, როგორც საბაბი დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ, პრემიერის მიერ დაბრალება ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ, ყველასთვის ნათელი იყო კამპანია, რომ ახალი მეორე ფრონტის გახსნას თურმე დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით და რაც მთავარია , ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ მეგობრებო თქვენ თუ არ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 78-ე მუხლი, რომელიც გაქვთ კონსტიტუციაში და ფაქტობრივად თქვენით აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ, თქვენი ხელისუფლება იყო, რომელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში, თქვენ დღეს გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას და ის, რასაც ოცნება ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებობენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც იღვწიან თურმე საქართველოში ომის დასაწყებად, ამ ყველაფრის შედეგად დღეს ოფიციალური რუსეთის ფედერაცია ითხოვს საქართველოსგან დელიმიტაციის დაწყებას ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს საზღვრების და მეორე, ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება", — განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში თავისი ნაბიჯების გასამართლებლად იყენებს. გახარია — საქართველოსთვის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი და არალეგიტიმური ხელისუფლება საჩუქარია, ხოლო ივანიშვილის და მისი გარემოცვის ერთადერთი მოტივაცია რუსული ე.წ. შავი ფულის კეთებაა.
"ჟურნალისტებს მინდა გთხოვოთ, წაიკითხეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ატვირთული 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის 78-ე მუხლი, იმიტომ, რომ ოცნება თვლის, ვინმე აპირებს აქედან მეორე ფრონტის გახსნას, იმიტომ, რომ ოცნებამ მოიხადა ბოდიში, რაც ნიშნავს იმას, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა დაიწყოთ საზღვრების დელიმიტაცია ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან. ეს არის ის სამარცხვინო, არაგონივრული და მოღალატეობრივი ქმედება, რომელსაც ოცნება ეწევა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება", — აცხადებს გიორგი გახარია.
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
კომენტარები