გამოჩნდება თუ არა 21 აგვისტოს მზის დაბნელება საქართველოდან?
თითქმის ყველა სამეცნიერო გამოცემა 21 აგვისტოს მზის სრულ დაბნელებაზე წერს. ახლოვდება 21 აგვისტოც და ხალხი უფრო აჟიტირებულია ამ საოცარი მოვლენის მოახლოებით. ჩვენ, ქართველებმა, რა ვქნათ? გამოჩნდება ჩვენგან? ან, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მზის დაბნელება? მოდი, მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
რა არის მზის დაბნელება?
მზის დაბნელებისას დედამიწასა და მზეს შორის მთვარე ექცევა და ამის გამო ის მზის სინათლეს ბლოკავს. ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან. სიზიგია გრავიტაციულად დაკავშირებული სამი ობიექტის ერთ ხაზზე განლეგებას ნიშნავს.
რამდენი ტიპის მზის დაბნელება არსებობს?
მზის დაბნელების ოთხი ტიპი არსებობს:
მზის სრული დაბნელება
ხდება მაშინ, როდესაც მთვარის ბნელი სილუეტი სრულად აბნელებს მზის კაშკაშა სინათლეს, რის გამოც მზის შედარებით მკრთალი გვირგვინი ხილული ხდება. ნებისმიერი დაბნელებისას, სრული დაბნელება დედამიწის ძალიან ვიწრო მასშტაბებში ხდება.
მზის რგოლისებრი დაბნელება
ხდება, როდესაც მზე და მთვარე დედამიწის გასწვრივ, წრფეზე არიან განლაგებულნი, მაგრამ მთვარის ხილული ზომა მზისაზე პატარაა. აქედან გამომდინარე, მზე ძალიან კაშკაშა რგოლად მოჩანს, რომელსაც მთვარის ბნელი დისკო აკრავს გარშემო.
ჰიბრიდული დაბნელება
„მოძრაობს“ სრულსა და რგოლისებრ დაბნელებებს შორის. დედამიწის ზედაპირის კონკრეტულ წერტილებში, ის სრულ დაბნელებად ჩანს, ხოლო სხვა წერტილებში - რგოლისებრად. ჰიბრიდული დაბნელებები შედარებით იშვიათად ხდება.
ნაწილობითი დაბნელება
ხდება მაშინ, როდესაც მზე და მთვარე დედამიწის წრფეზე ზუსტად არ არიან განლაგებულნი და მთვარე მხოლოდ ნაწილობრივ აბნელებს მზეს. ამ მოვლენის დანახვა დედამიწის მრავალი ადგილიდან შეიძლება, იმ ადგილის გარედანაც კი, სადაც რგოლისებრი ან სრული დაბნელება ხდება.
რას დავინახავ სრული დაბნელებისას?
მზის ნაწილობითი დაბნელება საკმაოდ ხშირად და საკმაოდ მრავალი ადგილიდან ჩანს, თუმცა სრული დაბნელება ძალიან იშვიათი მოვლენაა ერთი ადგილისთვის. მაგალითად, საქართველოში შემდეგი ნაწილობითი დაბნელება 2020 წლის 21 ივნისს მოხდება, ხოლო მზე სრულად 2060 წლის 30 აპრილს დაბნელდება.
მზის სრული დაბნელებისას, როგორც აღვნიშნეთ, მას მთვარის დისკო სრულად აბნელებს. ამის შედეგად კი, მზის გარე ატმოსფერო, ე.წ. გვირგვინი ხილული ხდება. მზის გვირგვინის ტემპერატურა მილიონი გრადუსია ცელსიუსით და ყველაზე ცხელი „საგანია“, რისი დანახვაც ადამიანის თვალს შეუძლია. რა აცხელებს მზის გვირგვინს ამ ტემპერატურამდე? ეს კვლავ ამოუხსნელია.
ამ მოვლენამ ალბერტ აინშტაინს საშუალება მისცა, თავისი ფარდობითობის ზოგადი თეორია დაემტკიცებინა. მზის სრული დაბნელება 1919 წლის 29 მაისს მოხდა, რომელსაც ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ „ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დაბნელება მეცნიერების ისტორიაში“ უწოდა.
სრული დაბნელებისას, მთვარის ჩრდილის ქვეშ მყოფი ადგილი ბინდშია გახვეული - ძალიან უცნაური გრძნობაა ამის გამოცდა დღის შუა ნაწილში. სრულ დაბნელებამდე და შემდეგ, დამკვირვებლებს შეუძლიათ დაინახონ, როგორ მოძრაობს ეს ბნელეთი მათკენ, შემდეგ კი როგორ სცილდება ნელ-ნელა.
ასეთი ეფექტები არ შეიმჩნევა ნაწილობითი დაბნელებისას. ამიტომ, ვისაც გაქვთ საშუალება, აუცილებლად გამოსცადეთ მზის სრული დაბნელება.
საიდან შემეძლება მზის დაბნელება დავინახო?
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მზის სრული დაბნელება ჩვენს ქვეყანაში 43 წელიწადში, 2060 წელს მოხდება. ამიტომ, თუ მხოლოდ იმის საძებნელად შემოხვედით, გამოჩნდება თუ არა ჩვენგან, პასუხია - არა, ხოლო თუ გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაცია სრულ დაბნელებაზე, გააგრძელეთ კითხვა.
მიუხედავად იმისა, რომ მზის სრული დაბნელების არეალის გარდა, ნაწილობითი დაბნელება მრავალ ადგილას ხდება, ჩვენი ქვეყნიდან ესეც კი არ გამოჩნდება. ერთადერთი ის დაგვრჩენია, დავსხდეთ და ბოღმისგან გასიებულებმა ვუყუროთ, როგორ უყურებენ ამერიკელები ამ საოცარ მოვლენას.
მათთვის, ვინც აშშ-ში იმყოფებით, შეიძლება ეს ინფორმაცია გამოგადგეთ. თუ რომელიმე თქვენგანი შეესწრებით ამ მოვლენას და გადაიღებთ ფოტოებს, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ On.ge-ს ფეისბუქ-გვერდზე და ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ მას.
21 აგვისტოს სრული დაბნელების ჩრდილი 112 კილომეტრის სიგანის იქნება და ორეგონიდან სამხრეთ კაროლინამდე გადაიჭიმება.
ამ ინტერაქტიულ რუკაზე თქვენ ხედავთ სრული დაბნელების ჩრდილს. მუქი წითელი არის ის ადგილები, სადაც მთვარე 100%-ით დაფარავს მზის სინათლეს. უფრო დეტალურად იხილეთ ეს ინტერაქტიული რუკა
ფოტო: timeanddate.com
ამერიკაში მცხოვრებთ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ space.com-ის გიდი, რომელიც შტატების მიხედვით გიჩვენებთ, რომელი ძირითადი ლოკაციები მოექცევა სრული დაბნელების ჩრდილში.
რადგანაც მთვარის ჩრდილი დასავლეთიდან აღმოსავლეთით იმოძრავებს, სრული დაბნელება მოხდება უფრო გვიან, თუ უფრო აღმოსავლეთით იმოგზაურებ. გამოიყენეთ ნასას დაბნელების ინტერაქტიული რუკა, რომ ზუსტად დაადგინოთ, სად მოხდება სრული დაბნელება და რამდენს გაგრძელდება იმ ადგილას, საიდანაც დაკვირვებას გეგმავთ. დააკლიკეთ რუკაზე წერტილს და ინფორმაციის ყუთი სპეციფიკური დროებით გამოჩნდება.
დამჭირდება თუ არა სპეციალური ხელსაწყო(ებ)ი დაბნელების დასაკვირვებლად?
მზის სიკაშკაშეს შეუძლია თვალის ტკივილი გამოიწვიოს, თუ მას შეუიარაღებელი თვალით აკვირდება ადამიანი, თუმცა მცირეხნიანი დაკვირვება გაუფართოებელი თვალისთვის არ არის სახიფათო.
შეუიარაღებელი თვალით დიდი ხნით მზის პირდაპირი დაკვირვებისას იწყება ულტრაიისფერი გამოსხივებით ინდუქცირებული, მზის დამწვრობის მსგავსი დაზიანებები ბადურაზე, დაახლოებით 100 წამის შემდეგ, განსაკუთრებით ისეთ მდგომარეობებში, სადაც მზიდან წამოსული ულტრაიისფერი გამოსხივება ინტენსიური და კარგად ფოკუსირებულია. მდგომარეობა უარესდება, როცა დამკვირვებლის თვალები ახალგაზრდაა ან ლინზებით აკვირდება, მზე ზენიტშია და ზღვიდან მაღალ დონეზე იმყოფება.
ვინც გეგმავთ 2017 წლის დაბნელების ნახვას, აუცილებლად უნდა იყიდოთ სპეციალური სათვალე. ეს დამცავი სათვალეები დამკვირვებლებს საშუალებას აძლევს, სრული დაბნელების წინ და დაბნელების შემდეგ პირდაპირ შეხედონ მზეს. ოთხი კომპანია ყიდის დაბნელების სათვალეებს, რომლებიც აკმაყოფილებს ნასას და სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებულ საერთაშორისო სტანდარტს (ISO 12312-2): Rainbow Symphony, American Paper Optics, Thousand Oaks Optical, Lunt Solar Systems და TSE 17.
არაფრით არ შეიძლება მზის სათვალეების გამოყენება დაბნელების სათვალეების ნაცვლად. შეიძლება სამუდამოდ დაბრმავდეთ.
როდესაც სრული დაბნელება დაიწყება, მზის დისკოს მთვარე სრულად ფარავს, ამიტომ შეგიძლიათ შეუიარაღებელი თვალითაც შეხედოთ მას.
ბინოკლების საშუალებით ბევრად უფრო მეტ დეტალს დაინახავ მზის გვირგვინში. ტელესკოპები აუცილებელი არ არის, თუმცა, ზოგიერთმა ასტრომოყვარულმა შესაძლოა დაბალი სიმძლავრის ტელესკოპი გამოიყენოს მზის ატმოსფეროს დაკვირვებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ ტელესკოპები, ბინოკლები და კამერები სპეციალური მზის ფილტრით უნდა დაიფაროს. არასდროს არ შეხედოთ მზეს ბინოკლით, ტელესკოპით ან კამერის ლინზით უფილტროდ!
გისურვებთ წარმატებებს.
[იხილეთ: ბონი ტაილერი მზის სრული დაბნელებისას Total Eclipse of the Heart-ს შეასრულებს]
-
კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი კვლევის თანახმად, კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს შეისწავლეს კოსმოსური ქარი, რომელიც გალაქტიკებს მთლიანად ანადგურებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს საქართველოდან იმაზე მეტი ნავთობი გადის ექსპორტზე, ვიდრე ნედლეულიც გვაქვს — რიცხვები, რომელიც კითხვებს ბადებს
გადახედვა
-
Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ Meta-ს პლატფორმები გაითიშა და მომხმარებლები ფეისბუქზე შესვლას ვერ ახერხებდნენ
გადახედვა
-
On.ge-ის ქვიზები და კროსვორდები მათთვის, ვინც ქართული გამოთქმები ხუთი თითივით იცის On.ge-ის ქვიზები და კროსვორდები მათთვის, ვინც ქართული გამოთქმები ხუთი თითივით იცის
გადახედვა
-
საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე საჩივრით მივმართე დირექტორს, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს — ლაშა ტუღუში პირველი არხის ეთერში სიმღერისას ბავშვის წაქცევაზე
გადახედვა
-
მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა მიწისქვეშა სოკოვანი ქსელი სიგრძით ჩვენი გალაქტიკის დიამეტრის 10%-ს უტოლდება — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეკრება-მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს აინიცირებს
გადახედვა
-
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
-
SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება SpaceX-ის წყალობით ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი ხდება
გადახედვა
-
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა
-
25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი? 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?
გადახედვა
-
მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში
გადახედვა
-
სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
გადახედვა
-
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
გადახედვა
-
Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს" Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს"
გადახედვა
-
ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს" რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს" ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს"
გადახედვა










კომენტარები