ფინეთის ქალაქ თურქუში, რომელიც დედაქალაქიდან 140 კილომეტრში მდებარეობს, თავდამსხმელმა რამდენიმე პირი დაჭრა. პოლიციამ ეჭვმიტანილი სროლის შემდეგ დააკავა.

დაშავებულების რაოდენობასა და მდგომარეობაზე დამატებითი ცნობები ჯერ არ ვრცელდება.

CNN-ის ცნობით, პოლიციამ მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, ფინეთის პოლიციამ მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართა, მოერიდონ აეროპორტსა და მატარებლის სადგურებს.

სამართალდამცავების თქმით, თავდამსხმელი ფეხშია დაჭრილი.